16/05/2026
გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ განცხადებას პროექტ New Batumi Elegance-თან დაკავშირებით.
ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და შეიცავს არაზუსტ ინტერპრეტაციებს.
კონკრეტულ პირთან რომელიც ავრცელებს ინფორმაციას, კომპანიას სახელშეკრულებო ან სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ აკავშირებს.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პოტენციური მობინადრე პროექტის ისტორიასა და მიმდინარე სამართლებრივ/ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე.
დამატებით განვმარტავთ, რომ პროექტი მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, გააჩნია შესაბამისი სამშენებლო ნებართვა და გავრცელებული ინფორმაცია მიწის ნაკვეთზე ყადაღის არსებობის შესახებ არ შეესაბამება რეალობას.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და პირობებში;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულების ვადა შესაძლებელია განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით/ხელშეკრულებით;
• „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უძრავი ქონების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი და ტექნიკური საფუძვლების სრულყოფილად არსებობის შემთხვევაში;
• საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი არეგულირებს მრავალბინიანი პროექტების განხორციელების, ექსპლუატაციაში მიღებისა და შემდგომი რეგისტრაციის ეტაპობრივ პროცედურებს.
კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და აგრძელებს შესაბამის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პროცესებს.
ამასთან, მოვუწოდებთ ყველა პირს, თავი შეიკავოს დაუზუსტებელი, მცდარი ან კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი იცავს პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და ითვალისწინებს სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას ცილისმწამებლური ან რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.
პატივისცემით,
New Batumi Elegance