20/08/2026
ეს „პარალელია“ — ჩვენი სტუმრის თვალით დანახული და მისი ხელით დახატული… 🤍
არ ვიცი, შეიძლება პატარა რამეა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი ემოცია აღმოჩნდა.
როცა „პარალელს“ ვქმნიდით, გვინდოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ადამიანები უბრალოდ კი არ დაისვენებდნენ — თავს კარგად იგრძნობდნენ, შეიყვარებდნენ აქ გატარებულ დღეებს და თბილ მოგონებებს წაიღებდნენ.
დღეს კი ერთ-ერთმა მათგანმა თავისი მოგონება აქ დაგვიტოვა… ❤️
ალბათ ყველაზე ლამაზი მადლობა სწორედ ეს არის — როცა ხვდები, რომ ადგილი, რომელსაც ამდენ გულს და სიყვარულს დებ, ვიღაცის გულშიც პატარა ადგილს იკავებს.
ეს ნახატი აუცილებლად დაიკავებს თავის ადგილს „პარალელში“.
და დარჩება აქ, როგორც ჩვენი ისტორიის ერთი ძალიან თბილი ნაწილი. 🤍☀️