14/07/2026
🤝 პარტნიორობა, რომელიც მეტ შესაძლებლობას ქმნის.
◾ ქალაქ თბილისის საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
◾ მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.
„ჯინო ჰოლდინგი“, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, რომ აქტიურად დაუჭეროს მხარი სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, გარემოსდაცვით, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.