09/10/2024
ეს მათთვის, ვინც ფიქრობს რომ ყველა კაცი ერთნაირია...
ძლიერი მამაკაცი გათავისუფლებს - სუსტი მამაკაცი ცდილობს, დომინირება მოიპოვოს შენზე.
ძლიერი მამაკაცი ზრუნავს - სუსტი მამაკაცი მოითხოვს ზრუნვას.
ძლიერი მამაკაცი გასწავლის თევზაობას - სუსტი მამაკაცი გადმოგიგდებს რამდენიმე თევზს და ელის, რომ მთელი ცხოვრება აღარ მოგშივდება.
ძლიერი მამაკაცი რთულ სიტუაციებში შენთან ერთად უმკლავდება პრობლემებს - სუსტი მამაკაცი რთულ სიტუაციას თავს გახვევს და მის ყველა უბედურებაში გადანაშაულებს.
ძლიერი მამაკაცი - უფრთხილდება და ზრდის შენთან ურთიერთობას, წყალს უსხამს, როგორც ქოთნის ყვავილს - სუსტი მამაკაცი ფიქრობს, რომ "მოსაწყვეტი უკვე მოწყვიტა" და ახლა მთელი ცხოვრება ყვავილი ვალდებულია, კარგ სურნელს გამოსცემდეს.
ძლიერი მამაკაცი გთხოვს დახმარებას და ითვალისწინებს შენს აზრს - სუსტი მამაკაცი ფიქრობს, რომ მისი საქმე შენი საქმე არ არის და რომ ქალი მასზე ჭკვიანურს ვერაფერს მოიფიქრებს.
ძლიერი მამაკაცი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი თვისება აქვს გასაძლიერებელი - სუსტი ფიქრობს, რომ ისედაც საკმარისზე მეტად ძლიერია და ამის დემონსტრირებას "გადასარევად" ახდენს ოჯახში.
ძლიერი მამაკაცი ცდილობს, გაამართლოს შენი რწმენა მის მიმართ - სუსტი მამაკაცი გაურბის პასუხისმგებლობას და არაფერსაც არ ცდილობს.
ძლიერ მამაკაცს უყვარხარ "შენთვის" - სუსტს უყვარხარ "თავისთვის"!
ძლიერ მამაკაცს შეუძლია მილიონი მილით შორს გაგიშვას და არ ეშინოდეს შენი დაკარგვის - სუსტი მამაკაცი მაშინაა მშვიდად, როცა სახლში ზიხარ და მისი გავლენის ზონას არ სცილდები.
ძლიერ მამაკაცთან ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, - სუსტ მამაკაცთან ცხოვრება კი "კონკიას ამბავს ჰგავს ჰეფი ენდის გარეშე."
ძლიერი მამაკაცი შენი ფარია - სუსტი მამაკაცი კი შენზე აღმართული მახვილი.