17/06/2026
🎓 წარმატებით დავასრულეთ სიტყვის აკადემიის საკვირაო სკოლის კიდევ ერთი სემესტრი!
☀️ ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა ამდენ გამორჩეულ და ნიჭიერ ადამიანთან ურთიერთობა. ფასდაუდებელია იმის ყურება, თუ როგორ ვითარდებიან ისინი და ყალიბდებიან დამოუკიდებელ, ღირებულებებზე ორიენტირებულ პიროვნებებად. ამ გზის მათთან ერთად გავლა უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ჩვენთვის ამოუწურავი შთაგონების წყაროა.
🚀 გისურვებთ სასიამოვნო არდადეგებს, ახლა კი ვაგრძელებთ ჩვენს გზას საზაფხულო ბანაკში:
📝 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/36jcae8z