Affix Group - უძრავი ქონების სააგენტო / Real Estate Agency

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Affix Group - უძრავი ქონების სააგენტო / Real Estate Agency

Affix Group - უძრავი ქონების სააგენტო / Real Estate Agency Affix Group -შენი სანდო პარტნიორი უძრავი ქონების სფეროში!

📍იყიდება 10 543 კვ მეტრი არა-სასოფლო მიწის ნაკვეთი ახლციხეში, ბალნეოლოგიურ კურორტ ურაველში.📍მიწის საუკეთესო გამოყენება ი...
09/12/2025

📍იყიდება 10 543 კვ მეტრი არა-სასოფლო მიწის ნაკვეთი ახლციხეში, ბალნეოლოგიურ კურორტ ურაველში.

📍მიწის საუკეთესო გამოყენება იქნება იზოლირებული (getaway retreat) სპა სასტუმროს განვითარება, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ დარჩენას, ადგილობრივ სამზარეულოს, ტრანსფორმირებად საკონვენციო და მრავალფეროვან სპა ფუნქციებს შესთავაზებს. შეთავაზებული კონცეფცია გულისხმობს საშუალოზე მაღალი კლასის სასტუმროსა და ტყის ქოხების განვითარებას.

📍ობიექტი გარშემორტმულია ტყის მასით, სადაც დღევანდელი მდგომარეობით უკვე არსებობს საფეხმავლო ბილიკები. აქ სეირნობა დამატებითი აქტივობა იქნება სასტუმროს მომხმარებლებისთვის. შესაძლებელია ასევე ამ ბილიკების კეთილმოწყობა, რაც უფრო სასიამოვნო გამოცდილების შემქმნელი იქნება სასტუმროს სტუმრებისთვის.

📍სხვა ბენეფიტებთან ერთად, მოცემულ ტერიტორიაზე ამოდის მინერალური წყალიც, რომელიც წლების განმავლობაში ჩასვებული იყო რეალიზაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ☎️

🏡 ბინის ძებნა მარტივი ჩანს მხოლოდ დასაწყისში…🙂მერე ჩნდება უამრავი კითხვა:📍 ღირს თუ არა ეს ფასი?📍 უბანი კარგია, მაგრამ შე...
11/10/2025

🏡 ბინის ძებნა მარტივი ჩანს მხოლოდ დასაწყისში…🙂

მერე ჩნდება უამრავი კითხვა:
📍 ღირს თუ არა ეს ფასი?
📍 უბანი კარგია, მაგრამ შენობა ძველია…
📍 დოკუმენტაცია წესრიგშია?
📍 და მაინც — ხომ არ არსებობს უკეთესი ვარიანტი?

სწორედ აქ ვართ ჩვენ.

ჩვენი მიზანია ბინის არჩევა გაგიმარტივოთ ისე, რომ არც დრო დაკარგოთ და არც შეცდეთ.

ჩვენ გეხმარებით:
✅ შეარჩიო ბინა შენი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების მიხედვით.
✅ მიიღო მხოლოდ გადამოწმებული და რეალური შეთავაზებები.
✅ მიიღო პროფესიონალური რჩევა დოკუმენტაციიდან დაწყებული, უბნის შეფასებით დასრულებული.

ჩვენთან ერთად ბინის ძებნა აღარ არის სტრესული და დაუსრულებელი პროცესი.

ეს არის მშვიდი ნაბიჯი შენი ახალი სახლისკენ.

📩 მოგვწერე აქვე, და გამოგიგზავნით ბინის ვარიანტებს შენს ბიუჯეტში.
✨ერთად ვიპოვით სახლს, სადაც კომფორტულად იგრძნობთ თავს!

🌇იყიდება 2 ოთახიანი ბინა ბათუმში. ახალ აშენებულ კორპუსში,იუსუფ კობალაძის ქუჩაზე.🗝️ფართობი: 50 კვ.მ🏠სართული: 3/20🏙️ბინა ა...
07/10/2025

🌇იყიდება 2 ოთახიანი ბინა ბათუმში. ახალ აშენებულ კორპუსში,იუსუფ კობალაძის ქუჩაზე.
🗝️ფართობი: 50 კვ.მ
🏠სართული: 3/20
🏙️ბინა არის ახალი გარემონტებული, თანამედროვე დიზაინით. იდეალურია საცხოვრებლად ან გასაქირავებლად. ☎️დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 25 35 60

🎯 თემატიკა: მითი თუ რეალობა – უძრავი ქონება 2025-წელს?
06/10/2025

🎯 თემატიკა: მითი თუ რეალობა – უძრავი ქონება 2025-წელს?

03/10/2025

🏡 ბინის არჩევისას 5 პატარა დეტალი, რასაც ხშირად ვერ ამჩნევენ.

მაგრამ შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.👇

1️⃣ მზის მხარე და სინათლე☀️
ბინის მხარე და მზის მიმართულება☀️🌙ბევრი არ აქცევს ყურადღებას რომელ მხარეს იყურება ფანჯრები.
სამხრეთი/აღმოსავლეთი მხარე - მეტი ბუნებრივი სინათლე, ნაკლები ტენი და სიცივე.
ჩრდილოეთი მხარე - ზამთარში უფრო ცივი და ტენიანი.
👉 სინათლე არამხოლოდ კომფორტია, არამედ ნაკლები გათბობის ხარჯიც არის ზამთარში.

2️⃣ ელექტრო როზეტების რაოდენობა და მდებარეობა🔌
პატარა დეტალია, მაგრამ თუ საძინებელში მხოლოდ ერთი როზეტია. შემდეგ გაფართოებები და კაბელების დამატება მოგიწევს.

3️⃣ ხმის იზოლაცია 🎶
ბინის ნახვისას ყურადღება მიაქციე.თუ მეზობლის ბინიდან ხმა კარგად შემოდის,ან შენიდან გადის.ეს დიდ დისკომფორტს შეგიქმნის შემდეგში.

4️⃣ საკანალიზაციო და წყლის წნევა 🚿

ონკანის გაღება - ასე მარტივად შეამოწმებ.სუსტი წნევა ან უცნაური ხმაური ნიშნავს, რომ შემდეგში ხარჯიან და არასასიამოვნო სარემონტო საქმეებს შეიძლება გადააწყდე.

5️⃣ სადარბაზო და საერთო სივრცე 🏢
ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ყოველდღე იქ გაივლი.
👉 სისუფთავე, განათება, ლიფტის მდგომარეობა, კარის უსაფრთხოება – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს შენს განწყობასა და უსაფრთხოებაზე.

ერთი შეხედვით „მცირე“ დეტალებია, მაგრამ სწორ არჩევანში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

🏠იყიდება ბინა თბილისში! დიდ დიღომში,იოანე პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩის კვეთაზე.🗝️ფართობი: 4 ოთახიანი, 88 კვ.მ🔑სართული:...
02/10/2025

🏠იყიდება ბინა თბილისში! დიდ დიღომში,იოანე პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩის კვეთაზე.
🗝️ფართობი: 4 ოთახიანი, 88 კვ.მ
🔑სართული: 11/12
💰ფასი: 105600$, კვ.მ 1200$
🏠მდგომარეობა: თეთრი კარკასი
☎️დეტალებზე დაგვიკავშირდით: 511253560
მშენებელი კომპანია „გრანდ თაუერი”

📊 უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები – 2025 წლის მიხედვითსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლ...
30/09/2025

📊 უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები – 2025 წლის მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების საშუალო ფასი 1 კვ.მ.-ზე ყველაზე მაღალი იყო მთაწმინდაზე (6 769 ლარი) და ვაკეში (5 880 ლარი).

ყველაზე ძვირი ფასი ბინების სეგმენტში - მთაწმინდა (6 769 ლარი) და ვაკე (5 880 ლარი).
ყველაზე იაფი ბინების სეგმენტში - სამგორი (3 528 ლარი) და გლდანი (3 652 ლარი).

ყველაზე ძვირი უბნები კერძო სახლების სეგმენტში - მთაწმინდა ( 4 687 ლარი),
ვაკე ( 4 138 ლარი)

ყველაზე იაფი უბნები კერძო სახლების სეგმენტში – ნაძალადევი ( 2 767 ლარი),
სამგორი ( 2 780 ლარი).

ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის უბნების მიხედვით უძრავი ქონების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება და არჩევანის გაკეთებისას უბნის ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს.

წყარო: geostat.ge

🏢 ბინის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ლოკაცია.მოსახერხებელი და კომფორტული გარემო ქმნის ცხოვრების...
29/09/2025

🏢 ბინის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ფაქტორი არის ლოკაცია.
მოსახერხებელი და კომფორტული გარემო ქმნის ცხოვრების ხარისხს, რომელიც განსაზღვრავს ყოველდღიურ კომფორტს თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.

ჩვენ შემოგთავაზებთ ბინებს ისეთ უბნებში, სადაც ინფრასტრუქტურა სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭიროებას:
✅ტრანსპორტის მარტივი ხელმისაწვდომობა.
✅საგანმანათლებლო და საბავშვო დაწესებულებების სიახლოვე.
✅მაღაზიები, სუპერმარკეტები და ახლოს მომსახურების ობიექტები.
✅მშვიდი და უსაფრთხო გარემო.

ჩვენი მიზანია, თითოეულმა მობინადრემ იგრძნოს, რომ მისი საცხოვრებელი არა მხოლოდ სახლი, არამედ კომფორტული ცხოვრების სტილია.ჩვენი არჩეული საცხოვრებელი სივრცე,თქვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს გახდის.

🏗 რატომ არის სამშენებლო კომპანიის სანდოობა ბინის ყიდვისას          გადამწყვეტი?    ბინის ყიდვისას ხშირად ფასს ან დიზაინს...
26/09/2025

🏗 რატომ არის სამშენებლო კომპანიის სანდოობა ბინის ყიდვისას
გადამწყვეტი?

ბინის ყიდვისას ხშირად ფასს ან დიზაინს ვაქცევთ ყურადღებას,
მაგრამ მთავარი რისკი ხშირად თავად სამშენებლო კომპანიაა.

📌 რისკები, თუ კომპანია არასანდოა:
მშენებლობის შეჩერება ან მრავალი წლით დაგვიანება.
დაურეგისტრირებელი ან პრობლემური დოკუმენტაცია.
უხარისხო სამშენებლო მასალები და ინფრასტრუქტურა.
ფულის დაკარგვის საფრთხეც.

✅ რა უნდა გააკეთო:
გადაამოწმე კომპანიის წარსული და დასრულებული პროექტები.
გაეცანი მყიდველთა რეალურ გამოცდილებებს.
მოითხოვე ყველა იურიდიული დოკუმენტი და
ხელშეკრულებადეტალურად.
ყურადღება მიაქციე, როგორ მუშაობს კომპანია კომუნიკაციაში.
სანდოობა აქაც ჩანს.

👉 სწორი სამშენებლო კომპანიის არჩევა ნიშნავს არა მხოლოდ ბინის
შეძენას, არამედ სიმშვიდეს და დაცულულაც ყოფნას მომავალში.

🏠 როდის სჯობს ბინის ყიდვა – მშენებარე კორპუსში თუ დასრულებულში?ბინის შეძენისას ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის არის: რ...
25/09/2025

🏠 როდის სჯობს ბინის ყიდვა – მშენებარე კორპუსში თუ დასრულებულში?

ბინის შეძენისას ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის არის: რა სჯობს მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვა, თუ დასრულებულში?
ორივე ვარიანტს აქვს თავისი პლუსები და მინუსები:

🏗 მშენებარე კორპუსში
პლუსები:
უფრო დაბალი ფასი საწყის ეტაპზე
გადახდის მოქნილი გრაფიკი
მეტი არჩევანი (სართული, გეგმარება, მდებარეობა)

მინუსები:
მშენებლობის შეჩერების ან დაგვიანების რისკი
იურიდიული პრობლემების შესაძლებლობა
საბოლოო ხარისხი მხოლოდ დასრულებისას ჩანს

🏢 დასრულებულ ბინაში
პლუსები:
ზუსტად ხედავ რას ყიდულობ
შეგიძლია დაუყოვნებლივ იცხოვრო ან გააქირავო
ნაკლები სამართლებრივი და სამშენებლო რისკი

მინუსები:
უფრო მაღალი ფასი
შეზღუდული არჩევანი (რაც დარჩენილია)
ერთჯერადი გადახდის აუცილებლობა ან იპოთეკა

✅ დასკვნა:
თუ ბიუჯეტი შეზღუდული გაქვს და მზად ხარ, დაელოდო.მშენებარე კორპუსი უკეთესია.
თუ სტაბილურობა, უსაფრთხოება და სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია.
დასრულებული ბინა ჯობს.

📌 სწორი არჩევანი დამოკიდებულია შენს ფინანსურ შესაძლებლობებზე და ცხოვრების სტილზე.

24/09/2025
❗️3 მთავარი პრობლემა მშენებარე კორპუსის შეძენისას:1. ადგილმდებარეობაბევრი ყურადღებას აქცევს მხოლოდ ფასსა და ახალაშენებულ...
24/09/2025

❗️3 მთავარი პრობლემა მშენებარე კორპუსის შეძენისას:

1. ადგილმდებარეობა
ბევრი ყურადღებას აქცევს მხოლოდ ფასსა და ახალაშენებულობას, მაგრამ ავიწყდებათ გარემო:
რამდენად განვითარებულია ინფრასტრუქტურა (ტრანსპორტი, სკოლა, მაღაზია,
ბაღი).
როგორია სამეზობლო და უსაფრთხოება.
რა მანძილია დაშორება ქალაქის ცენტრთან ან სამსახურთან.
შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყოველდღიური ცხოვრება ძალიან. მოუხერხებელი
ხდება.

2. მშენებლობის ხარისხი
სახლი შეიძლება გარედან ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად პრობლემებმა იჩინოს თავს:
უხარისხო სამშენებლო მასალები.
არასაკმარისი ხმაურისა და სითბოს იზოლაცია.
კომუნიკაციების (ელექტროობა, წყალი, გათბობა) ცუდი დაგეგმარება.
საბოლოოდ მყიდველს უწევს ზედმეტი ხარჯი რემონტსა და გაუმართაობების
გამოსწორებაზე.

3. სამშენებლო კომპანიის სანდოობა
ყველაზე ხშირი საფრთხეა:
მშენებლობის შეჩერება ან დაგვიანება.
დოკუმენტაციის გაუმჭვირვალობა.
დაურეგისტრირებელი ფართები ან იურიდიული პრობლემები.
მყიდველს შეიძლება დარჩეს ნახევრად აშენებული ბინა ან საერთოდ დაკარგოს
ფული.

რა არის გამოსავალი?
წინასწარ შეამოწმო კომპანიის გამოცდილება და დასრულებული პროექტები.
მოითხოვო სრული იურიდიული დოკუმენტაცია.
კარგად შეისწავლო უბანი და გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა.

Address

Tsotne Dadiani Street/ცოტნე დადიანის ქუჩა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Affix Group - უძრავი ქონების სააგენტო / Real Estate Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share