04/09/2026
The Lake — Placemakers-ის პირველი პროექტია ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც აერთიანებს არქიტექტურას, ბუნებასა და თანამედროვე ცხოვრების სტილს.
The Lake-ის პროექტზე არაერთი ცნობილი ქართველი არქიტექტორი მუშაობს, სტუდიები რომლებსაც საერთაშორისო აღიარება აქვთ. თითოეული მათგანი საკუთარ ინდივიდუალურ ხედვასა და არქიტექტურულ ენას ქმნის, თუმცა მთელ უბანს ერთიანი იდენტობა და ხასიათი შენარჩუნებული ექნება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტში საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიის, Snøhetta-ს ჩართულობა. სწორედ Snøhetta-ს მიერ არის დაპროექტებული The Lake-ის მულტიფუნქციური სივრცე — Lake House, რომელიც უბნის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Snøhetta
Architects of Invention
MUA - Architecture & Placemaking
Khmaladze Architects
Irakli Abashidze
NOAStudio
Salt Projects
Nodar Adeishvili
Zurab Pichkhaia