23/02/2018
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფცია წარდგენილი KMX Developments მიერ.
იდეის და პროექტის ავტორები კახა მარკოზაშვილი და ბესიკ მაზიაშვილი.
არქიტექტურა და დიზაინი ნოდარ (დიკო) ბითაძის.
კონსულტაცია მანუჩარ მახათაძის.
უღრმესი მადლობა თანადგომისთვის გვინდა ასევე გადავუხადოთ ბატონ ზურაბ ქარუმიძეს, გვანცა ჩიჯავაძეს, მანფრედ ნავროთს, თომას შმიდტს და კარსტენ გრაუელს, ვატო ქავთარაძეს და სარეკლამო კომპანია Windfor's.
ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენი მხრიდან ეკუთვნის ბატონ აკა მორჩილაძეს, მაკა კასრაძეს, არჩილ ქიქოძეს, თინა მამულაშვილს, ეკა მაზმიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენთვის გული შესტკიოდა და ჩვენ წარმატებას ხელს უწყობდა.
Trivia
პავილიონის ერთი ასო-კუთხისთვის მეტი ავთენტურობის მისაცემად, ბესო ორ თანამოაზრესთან ერთად გაემგზავრა 9 თებერვალს გორში, სამაჩაბლოს შემომღობავი მავთულხლართის ნაწილის მოსაპოვებლად, რომელიც ამავე ასო-კუთხე "ო"-ს შემოღობავდა ფრანკფურტის პავილიონში. აქცია გადაღებული იყო ვიდეოკამერით და თითოეული ქართველის გულში მიყუჩებულ ტკივილს პავილიონის სტუმრების ცნობიერებაში ასახავდა და ბერლინის კედელს კიდევ ერთხელ გაახსენებდა.