06/02/2025
ბაკურიანში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, ამოქმედდა სატრანსპორტო რეგულაციები.
🗓️ 7 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით:
⏱️ 10:00-დან 16:00 საათამდე, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება იზღუდება დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
⏱️ 16:00-დან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.
⏱️ 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ფესტივალისათვის დანიშნული მარშრუტებით, მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთზე - დიდველის საბაგიროებამდე.
🚡 შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე.
🚗 ფესტივალის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში:
🔹 სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს;
🔹 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს (9 თებერვლის გარდა; 9 თებერვალს ეს ორი ავტოსადგომი გამოიყენება მხოლოდ ფესტივალის ოფიციალური ავტომობილებისათვის);
🔹 დიდველთან - ქვედა ავტოსადგომი (შესვლა 10:00-მდე), გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დიდველის საბაგიროებთან არსებული ზედა ავტოსადგომები რეზერვირებულია მხოლოდ ფესტივალის ავტომობილებისთვის;
🔹 ბიატლონის არენის სიახლოვეს - სასტუმრო მელისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში:
🔹 რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე,
🔹 დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე,
🔹 სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე,
🔹 ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით, ბიატლონის არენამდე
🔹 დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.
🔹 ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია
🔹 საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი
🔹 ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა.
- - -
In Bakuriani, as part of the European Youth Winter Olympic Festival, transport restrictions have been implemented to ensure the smooth movement of athletes and visitors.
🗓️ From February 7 to February 16:
⏱️ 10:00 AM – 4:00 PM: The movement and parking of all types of vehicles are restricted from the Didveli parking lot to the area known as "Corner Nikora."
⏱️ 4:00 PM – 10:00 AM: Vehicles can move without restrictions.
⏱️ 9:00 AM – 5:00 PM: Municipal transport will operate within Bakuriani on special festival routes, including the restricted section leading to the Didveli cable cars.
🚡 To minimize inconvenience caused by the restrictions, the operating hours of the Didveli cable cars have been extended to 9:00 AM – 6:00 PM.
🚗 Parking areas for visitors (both free and paid) are available at the following locations:
🔹 On the opposite side of Hotel Mgzavrebi
🔹 Next to and across from the 25-meter ski area (except on February 9, when these parking lots will be reserved exclusively for official festival vehicles)
🔹 Near Didveli – Lower Parking Lot (entry permitted before 10:00 AM). Please note that the upper parking lots near the Didveli cable cars are reserved exclusively for festival vehicles.
🔹 Near the Biathlon Arena – in the vicinity of Hotel Melisi
Improper parking on both sides of the roadway is prohibited 24/7 in the following areas:
🔹 From Rooms-Kokhta cable car to Hotel Mgzavrebi
🔹 From Didveli parking lot to Corner Nikora
🔹 From Hotel Mgzavrebi to Corner Nikora
🔹 From Corner Nikora towards Andeziti, up to the Biathlon Arena
🔹 On the main street of Bakuriani
The following are strictly prohibited in all restricted areas:
🔹 Horse-drawn and pack animals used for transport
🔹 Seating areas for animals
🔹 Motorcycles and similar vehicles