29/05/2025
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ სასტუმროს მმართველს, რომელსაც შეუძლია ოპერაციების ეფექტური მართვა, გუნდის ლიდერობა და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა. მზად ხარ კარიერული წინსვლისთვის? შემოგვიერთდი!
ძირითადი ფუნქციები:
• სასტუმროს სხვადასხვა ოპერაციების დაგეგმვა და მართვა, როგორიცაა: ხარისხი, სტანდარტი, სისუფთავე, სტუმრის კმაყოფილება და ა.შ.;
• კულტურის წარმოჩენა სტუმართან და შესაბამისი დახვედრა- განთავსება;
• პასუხისმგებლობის ქონა ყოველდღიურ საკითხებზე, პრეტენზიებზე და პრობლემებზე, რაც სასტუმროში წარმოიქმნება;
• განახორციელოს ცვლებთან დაკავშირებული საკითხები მოთხოვნისამებრ;
• წარმართოს სახანძრო, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული აუდიტი;
• წაახალისოს პოზიტიური თანამშრომელი ეფექტური კომუნიკაციების და რეგულარული გუნდური შეხვედრების გამო;
• განახორციელოს მუდმივი შემოწმებები ყველა დეპარტამენტში, სადაც სტუმრის მომსახურება, სისუფთავე და სერვისის მიწოდებაა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-მენეჯმენტში, სასტუმროს საქმეში ან შესაბამის სფეროში;
• 3-5წლიანი გამოცდილება სასტუმროს მართვის სფეროში;
• ბიუჯეტის და დანახარჯების მართვის უნარი;
• მომხმარებლებთან კომუნიკაციის და მათი მომსახურების მაღალის უნარების ფლობა;
• ძლიერი ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარების ფლობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 8000 ლარიდან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება სასტუმროს მმართველის წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გახდი „იელთის“ გუნდის ნაწილი!