Apartments in gonio

Apartments in gonio Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Apartments in gonio, Gonio, Batumi.

გთავაზობთ კომფორტულ და მყუდრო გარემოს ახალაშენებულ სასტუმრო Family Inn-ში, სადაც ქირავდება თანამედროვე სტუდიოს ტიპის ბინ...
05/08/2026

გთავაზობთ კომფორტულ და მყუდრო გარემოს ახალაშენებულ სასტუმრო Family Inn-ში, სადაც ქირავდება თანამედროვე სტუდიოს ტიპის ბინა დიდი აივნით და ზღვისა და მთების ულამაზესი პანორამული ხედებით 🌊⛰️

ბინა სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, რათა თქვენი სტუმრობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო.

🏊 სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ღია საცურაო აუზით, ხოლო პატარებისთვის მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც მათ მხიარული და სასიამოვნო დროის გატარება შეეძლებათ 👧🧒

მშვიდი გარემო, ზღვის სიახლოვე და ულამაზესი ხედები — ყველაფერი თქვენი იდეალური დასვენებისთვის ❤️

📅 ბინა თავისუფალია 10 აგვისტოდან.

📞 დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ თქვენი სასიამოვნო დასვენება გონიოში!

✨ იყიდება 42.9 კვ.მ ფართობის თანამედროვე, სრულად კეთილმოწყობილი ბინა გონიოში. ბინა გამოირჩევა ულამაზესი ზღვის ხედით, მყუ...
22/06/2026

✨ იყიდება 42.9 კვ.მ ფართობის თანამედროვე, სრულად კეთილმოწყობილი ბინა გონიოში. ბინა გამოირჩევა ულამაზესი ზღვის ხედით, მყუდრო აივნითა და ხარისხიანი რემონტით.

🏡 მახასიათებლები:

* 42.9 კვ.მ
* 1 საძინებელი
* ნათელი მისაღები და სრულად აღჭურვილი სამზარეულო
* ფართო აივანი ზღვის პანორამული ხედით
* ავეჯითა და ტექნიკით
* კონდიციონერი
* კეთილმოწყობილი ეზო
* საცურაო აუზი
* ზღვასთან ახლოს

✅ იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე გასაქირავებლად და საინვესტიციოდ.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან ტელეფონით.597970120 მერაბი

20/06/2026
20/06/2026
☀️გთავაზობთ დასვენებას gonio-ში .☀️☀️ახალშენებულ სასტუმრო family inn -ში ქირავდება სტუდიოს ტიპის ბინა დიდი აივნით ულამაზ...
20/06/2026

☀️გთავაზობთ დასვენებას gonio-ში .☀️☀️ახალშენებულ სასტუმრო family inn -ში ქირავდება სტუდიოს ტიპის ბინა დიდი აივნით ულამაზესი მთის და ზღვის ხედებით. ბინა აღჭურვილა ყველა საჭირო ინვენტარით ასევე სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია აუზით და საბავშო გასართობი კუთხით🌿🌸🌊.

მოგესალმებით 🙏თუ დაგაინტერესდებათ გამოიწერეთ საეკლესიო ფეისბუქ გვერდი Lazareმუდმივად მიიღოთ სულიერი შინაარსი,  სასარგებლ...
24/04/2026

მოგესალმებით 🙏თუ დაგაინტერესდებათ გამოიწერეთ საეკლესიო ფეისბუქ გვერდი Lazare
მუდმივად მიიღოთ სულიერი შინაარსი, სასარგებლო ინფორმაცია.“თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია რწმენა და სულიერი განვითარება, მადლობა❤️

პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ „პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში“.

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).

თომას კვირიდან ამაღლებამდე „მეუფეო ზეცათაოს“ ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო „ღირს არსის“ ნაცვლად ვამობობთ:

„ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ბრწყინვალე შვიდეული ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

ბრწყინვალე შვიდეულში საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ვამბობთ მხოლოდ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ „ღირს არს“-ის ნაცვლად ვამბობთ: „ანგელოზი ღაღადებს...“

19/04/2026

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - კვირაცხოვლობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ,,აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

დღეს იყო წაკითხული სახარება, - უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კართა ხშულთა (ე.ი კარი დაკეტილი იყო), და უთხრა: მშვიდობა თქვენთანა! მიიღეთ სული წმინდა! აი, უფალი ჩვენც მოგვმართავს, - მიიღეთ სული წმინდა! მზად უნდა ვიყოთ სული წმინდის მისაღებად.

არ იყო თომა მოციქული თავის სულიერ ძმებთან და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. თომამ კი უპასუხა: უკეთუ მეც არა ვიხილავ მას და არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალთა ზედა ხელისა მისისასა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადათ, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს, რომ მეც გამომეცხადეო და 8 დღის შემდეგ გამოეცხადა, ისევ შევიდა კართა ხშულთა, გამოეცხადა იქ მყოფთ და პირდაპირ მიმართა თომას: - აჰა, დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გწამდეს!

დიდება შენდა, უფალო! მადლობა შენდა, უფალო!

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს.

წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა ჩვენთანაა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს საშუალებას წირვა-ლოცვისა. (უწმიდესი და უნეტარესი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)

15/04/2026

არტოსი✝️

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.

არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

15/04/2026

კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება.
.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა, აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

Address

Gonio
Batumi

Telephone

+559592777887

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apartments in gonio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Apartments in gonio:

Shortcuts

Share