21/08/2026
📌 A new ruling has clarified how profit from the sale of a residential apartment or house is taxed - an update that carries real weight for anyone holding property in Georgia. 🇬🇪
The core rule remains unchanged.
The holding period determines the tax treatment: more than two years brings full exemption on the sale profit, while under two years brings a 5% tax.
The ruling settles what actually qualifies as residential property for these benefits to apply, and, just as importantly, what qualifies as commercial.
To be treated as residential, a property must:
📎 Constitute an independent unit
📎 Be intended for residential use
📎 Be equipped with, or be capable of being equipped with, basic engineering and utility infrastructure
📎 Not form a functional part of another business activity
Where a property does not meet these conditions, meaning it is used for systematic trading, systematic rental activity, or forms part of hotel infrastructure, the tax benefits do not apply, and the sale is taxed at the standard 20% rate regardless of holding period. One exception applies: hotel infrastructure units held over two years are exempt only if they were never used in economic activity.
The ruling also addresses property still under construction. Selling an apartment in an unfinished building within two years of registration is taxed at 5%. Assigning rights under a preliminary purchase agreement within that same window is taxed at 20%.
For questions about how these criteria apply to your property, feel free to reach out to INVESTIA.
📞+995 32 256 05 02
📩 [email protected]
GEO
📌 ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებით დაზუსტდა ფიზიკური პირის მიერ ბინის/სახლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხები დააზუსტა. 🇬🇪
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუ ფიზიკური პირი 2 წელზე მეტი დროით ფლობს საცხოვრებელ ბინას/ სახლს (მიუხედავად იმისა, ეს ბინა/სახლი გამოყენებული იყო თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში) ასეთი ბინის/სახლის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი საქართველოში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.
ხოლო იმ შემთხვევაში, ფიზიკურმა პირმა საცხოვრებელი ბინა/სახლი 2 წელზე ნაკლები დროით ფლობის შემდგომ გაყიდა და მიიღო ნამეტი შემოსავალი, ასეთი შემოსავალი 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება.
ახალი გადაწყვეტილებით, დაზუსტებულია რა შემთხვევებზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული შეღავათები.
ბინის/სახლის გაყიდვისას გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ან 5%-იანი განაკვეთით სარგებლობისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ რეალიზებული აქტივი ჩაითვალოს საცხოვრებელ ბინად/სახლად, ასევე, არ უნდა იქნას გამიზნული/გამოყენებული სამეწარმეო საქმიანობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლის/ბინის ფუნქციურ დანიშნულებას.
გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონება საცხოვრებელ ბინად/სახლად ჩაითვლება თუ:
📎 წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს;
📎 განკუთვნილია საცხოვრებლად გამოყენებისთვის;
📎 უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით;
📎 არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს.
შეღავათებს არ ექვემდებარება, უძრავი ქონებით სისტემატურად და ორგანიზებულად ვაჭრობის, ასევე, უძრავი ქონების სისტემატურად გაქირავების შემთხვევები, შესაბამიად, მათზე გავრცელდება 20%-ით დაბეგვრის წესი.
შეღავათს არ ექვემდებარება სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართის რეალიზაციის შემთხვევებიც. ამ ტიპის უძრავი ქონების რეალიზაცია დაიბეგრება საერთო წესით, ანუ 20%-იანი განაკვეთით; 2 წლის შემდეგ კი არ დაიბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ იყო ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული.
განმარტება შეეხება მშენებარე უძრავ ქონებასაც: დაუსრულებელ კორპუსში ბინის საკუთრებაში რეგისტრირებიდან 2 წლამდე პერიოდში გაყიდვის შემთხვევაში, ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით.
📞+995 32 256 05 02
📩 [email protected]
✔