Be Light Center • სინათლის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • Be Light Center • სინათლის ცენტრი

Be Light Center • სინათლის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Be Light Center • სინათლის ცენტრი, ბათუმი, Batumi.
(1)

12/08/2026

🚀 გიზიარებთ Be light centre - ის ახალ მიმართულებას ✨

28/07/2026

📺 Be Light Center-ის პირველი სატელევიზიო ეთერი

Palitra News-ის ეთერში Be Light Center-ის დამფუძნებელმა თაკო ფუტკარაძემ ისაუბრა ცენტრის შექმნის ისტორიაზე, მისიაზე, ღირებულებებზე და სამომავლო ხედვაზე.

მადლობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას მოწვევისთვის და Palitra News-ს შესაძლებლობისთვის, რომ Be Light Center- ის ხედვა ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა.
ლიდერ ქალთა საზოგადოება • leader women society
Palitranews - ეკონომიკა
თაკო ფუტკარაძე

💡 Be Light კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“📃 გაიცანით — ია დუმბაძე 📚“ წარმატება მოდის მაშინ, როცა არ წყვეტ სწავლას, არ კარგ...
15/07/2026

💡 Be Light კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“
📃 გაიცანით — ია დუმბაძე 📚

“ წარმატება მოდის მაშინ, როცა არ წყვეტ სწავლას, არ კარგავ რწმენას და არასოდეს ნებდები.“

ზოგჯერ ყველაზე დიდი პროფესიული გზა არა უბრალოდ სამსახურის პოვნით, არამედ იმ საქმის აღმოჩენით იწყება, რომელიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ია დუმბაძისთვის ეს გზა ინგლისური ენის უსაზღვრო სიყვარულითა და იმ უდიდესი რწმენით დაიწყო, რომ განათლება არის მთავარი ძალა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის.

🚀 პროფესიული გზა

ია დუმბაძე — ინგლისური ენის ფილოლოგი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით , ასევე უმაღლესი განათლების სფეროში მოღვაწე ლექტორია რომელიც ბათუმში მოღვაწეობს.

მისი პროფესიული გზა წლების წინ დაიწყო ,მას შემდეგ დაუღალავად ემსახურება გაუზიაროს ცოდნა სხვებს, აუმაღლოს მათ მოტივაცია და თითოეული სტუდენტის წარმატებაში საკუთარი, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს.

📈 გადაწყვეტილება, რომელმაც გზა განსაზღვრა:

იას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება იყო არასოდეს შეეწყვიტა სწავლა და პროფესიული განვითარება.
სწორედ ეს გახდა მისი მთავარი პრინციპი.

სწორედ ამ მიდგომამ ჩამოუყალიბა მას უდიდესი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. ცხოვრებისეული გამოწვევები და სირთულეები მისთვის დაბრკოლება კი არა, პირიქით ზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა .

✨ რა გამოარჩევს იას ხელწერას?
იასთვის უმთავრესი ღირებულება ინდივიდუალური მიდგომაა. მას მტკიცედ სჯერა, რომ მხოლოდ ენის სწავლება საკმარისი არ არის.
ნამდვილი მასწავლებელი მოსწავლეს უნდა უნერგავდეს მოტივაციას და თავდაჯერებულობას.

მუშაობს სკოლის მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან, მეზღვაურებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ინგლისური ენა კარიერული წინსვლისა თუ განათლებისთვის სჭირდება.

იასთვის ეს პროფესია , მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება არ არის — ეს არის ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების კარის გაღება და მათი პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

💬 მთავარი გზავნილი მათთვის, ვინც ახლა იწყებს

“არ შეგეშინდეთ შეცდომების. მუდმივად ისწავლეთ, იშრომეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არასოდეს დანებდეთ. შრომა და პროფესიონალიზმი ყოველთვის ფასდება.“

🛜 კონტაქტებისთვის ეწვიეთ:
👤 ია დუმბაძე
🔗 https://www.facebook.com/share/193m3nGbUt/?mibextid=wwXIfr
🌐 ყველა პროფესიონალს აქვს ისტორია.
💡 Be Light Center • სინათლის ცენტრი სწორედ ამ ისტორიებს აჩენს.
📊 შენი ისტორია — შენი ბრენდის ყველაზე ძლიერი ნაწილია.
📩 თუ გსურს, რომ შენი პროფესიული ისტორიაც გახდეს Be Light-ის კამპანიის ნაწილი, მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

💡 Be Light  კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“📃 გაიცანით — მირანდა ბერიძე“ ზრდა ყოველთვის იქ იწყება, სადაც შიში მთავრდება. ზო...
07/07/2026

💡 Be Light კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“

📃 გაიცანით — მირანდა ბერიძე

“ ზრდა ყოველთვის იქ იწყება, სადაც შიში მთავრდება. ზოგჯერ ცხოვრების შეცვლისთვის ერთი ადამიანია საჭირო — ის, ვინც შენში იმაზე მეტს დაინახავს, ვიდრე თავად გჯერა.“

ყველა დიდი პროფესიული გზა საკუთარი თავის რწმენით იწყება. მირანდა ბერიძისთვის სწორედ ასეთ გარდამტეხ ეტაპად იქცა ციფრული მარკეტინგი — სფერო, რომელმაც თავდაპირველი ეჭვები და შიშები უდიდეს პროფესიულ სიძლიერედ აქცია .

🚀 პროფესიული გზა
დღეს მირანდა სოციალური მედიის მენეჯერი და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია. ეხმარება ბიზნესებსა და პერსონალურ ბრენდებს, ციფრულ სივრცეში სწორ პოზიციონირებასა და რეალური შედეგების მიღწევაში .

მირანდას პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი მენტორთან შეხვედრამ დაიკავა. იმ პერიოდში, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, მის ცხოვრებაში გამოჩნდა მარიამ მითაიშვილი (Mitaishvili Academy - ის დამფუძნებელი)

მისი თქმით, ეს არ ყოფილა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება.

„მარიამმა მხოლოდ ცოდნა კი არ მომცა, არამედ დამანახა, რომ ბევრად მეტი შემეძლო. მან ჩემი პოტენციალი ჩემზე ადრე დაინახა.“

საკუთარ განათლებაში ინვესტირებამ მირანდას შესაძლებლობა მისცა, სრულად გამოევლინა თავისი ძლიერი მხარეები .
კრეატიულობა, სტრატეგიული აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ციფრულ სამყაროში, სადაც ხშირად ერთნაირი კონტენტი გვხვდება, მირანდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდუალურობას.

მისთვის თითოეული ბრენდი განსხვავებული ისტორიაა. სწორედ ამიტომ, თითოეულ პროექტზე მუშაობისას ქმნის სტრატეგიას, რომელიც ასახავს ბრენდის ღირებულებებს, უნიკალურობასა და რეალურ იდენტობას, ნაცვლად შაბლონური მიდგომებისა.

💬 გზავნილი მათთვის, ვინც ახლა იწყებს

„არ შეგეშინდეთ დაწყების. იყავით ცნობისმოყვარე და არ დანებდეთ პირველივე სირთულისას. იპოვეთ ადამიანი, ვისი გამოცდილებაც სწორ გზას გიჩვენებთ. წარმატება მხოლოდ ნიჭი არ არის ,
ეს არის შრომის, დისციპლინისა და სწორი მიმართულების ერთობლიობაა.“

დღეს მირანდა ბერიძე საკუთარ სფეროში წარმატებით აგრძელებს განვითარებას და იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა ადამიანებისა და ბიზნესების ზრდას უწყობენ ხელს.

🛜 კონტაქტებისთვის ეწვიეთ:
👤 მირანდა ბერიძე
🔗 https://www.facebook.com/share/1DDDGCd7fQ/?mibextid=wwXIfr
🔗 https://www.facebook.com/share/1HaNTJZwBv/?mibextid=wwXIfr
📧 [email protected]
🌐 ყველა პროფესიონალს აქვს ისტორია.
💡 Be Light სწორედ ამ ისტორიებს აჩენს.
📊შენი ისტორია — შენი ბრენდის ყველაზე ძლიერი ნაწილია.

📩 თუ გსურს, რომ შენი პროფესიული ისტორიაც გახდეს Be Light - ის კამპანიის ნაწილი, მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

💡 Be Light  კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“📃 გაიცანით — აზა ლაგვილავაზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პროფესიის...
04/07/2026

💡 Be Light კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“

📃 გაიცანით — აზა ლაგვილავა

ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პროფესიის არჩევა კი არა, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაა.

არის მომენტები, როცა ხვდები, რომ შეგიძლია წარმატებული იყო, მაგრამ ბედნიერი — არა. სწორედ ასეთ დროს იწყება ნამდვილი პროფესიული გზა. აზა ლაგვილავასთვის ეს გზა ერთმა გაბედულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა - გაჰყოლოდა იმ საქმეს, რომელიც გულით უყვარდა.

🚀 პროფესიული გზა

აზა ლაგვილავა ექიმი-კოსმეტოლოგი და ესთეტიკური ცენტრის Lumiere - ის დირექტორია.

თავდაპირველად მისი პროფესია სტომატოლოგია იყო, თუმცა შინაგანად ყოველთვის გრძნობდა, რომ ეს არ იყო საქმე, რომლის კეთებაც ყოველდღიურად სიამოვნებას ანიჭებდა.

2019 წელს ინექციური კოსმეტოლოგიის შესწავლა დაიწყო. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა მისი პროფესიული ცხოვრება. მას შემდეგ დღემდე ამ სფეროში სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და მუდმივი განვითარების სურვილით მუშაობს.

📈 გადაწყვეტილება, რომელმაც გზა განსაზღვრა

„როცა გადაწყვეტილებას იღებ, იმ სფეროში, რომელსაც ირჩევ, ან ძლიერი უნდა იყო, ან საერთოდ არაფერი.“

ეს გახდა მისი მთავარი პრინციპი.

კონკურენცია მისთვის არასოდეს ყოფილა დაბრკოლება პირიქით, სწორედ მან უბიძგა კიდევ უფრო მეტი ესწავლა, მუდმივად ეძია ახალი ცოდნა და ყოველდღე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გამხდარიყო.

სწავლის პროცესშიც კი ყველაზე მეტად რთული შემთხვევები აინტერესებდა.

სანამ სხვები მხოლოდ სილამაზის შექმნას სწავლობდნენ, აზა სირთულეების მართვას, შესაძლო გართულებების პრევენციასა და უსაფრთხოებას იკვლევდა.

სწორედ ამ ინტერესმა ჩამოუყალიბა პროფესიული ხედვა, რომელსაც დღეს საკუთარ პრაქტიკაში ყოველდღიურად იყენებს.

მისთვის ყველა პაციენტი ინდივიდუალურია.

მას სჯერა, რომ ნამდვილ ესთეტიკას ადამიანის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება ქმნის და არა მისი შეცვლა.

არასოდეს ცდილობს ადამიანი სხვას დაამსგავსოს. პირიქით, მისთვის ყველაზე დიდი ღირებულება თითოეული ადამიანის უნიკალურობის წარმოჩენაა.

როგორც თავად ამბობს:
“ უშნო ადამიანი არ იბადება ყველა ადამიანი ლამაზია, როდესაც საკუთარ ბუნებრივ იერს ინარჩუნებს “.
აზასთვის კოსმეტოლოგია მხოლოდ ესთეტიკა არ არის.

მისთვის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ყოფილ ონკოლოგიურ პაციენტებს, რომელთაც ცხოვრების რთული ეტაპი უკვე გადალახეს.

სწორედ ამიტომ, ყოველ თვე სამ მათგანს სრულიად უსასყიდლოდ უტარებს უსაფრთხო ესთეტიკურ პროცედურებს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს მათი თავდაჯერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

მისთვის ეს პროფესია მხოლოდ გარეგნობის შეცვლას კი არა, ადამიანის ღიმილის დაბრუნებასაც ნიშნავს.

💬 მთავარი გზავნილი

„არასოდეს დანებდეთ.
გააკეთეთ ისე, რომ თქვენს სიტყვას ყოველთვის ჰქონდეს ფასი”.

მინდა ყველა ძლიერ ქალზე ამბობდნენ :
“ამას ყველაფერი გამოუვა.”

🛜 კონტაქტებისთვის ეწვიეთ:
👤 აზა ლაგვილავა
📍 თბილისი, საბურთალო, იყალთოს ქუჩა №8
🔗 https://www.facebook.com/share/1EHtT8xtRh/?mibextid=wwXIfr

🌐 ყველა პროფესიონალს აქვს ისტორია.
💡 Be Light ისწორედ ამ ისტორიებს აჩენს.

შენი ისტორია — შენი ბრენდის ყველაზე ძლიერი ნაწილია.

📩 თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#პროფესიულიგზა #კოსმეტოლოგია #ესთეტიკა

💡 Be Light  კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“📃 გაიცანით  — მარიამ მითაიშვილიყველა პროფესიული გზა ერთი გადაწყვეტილებით იწყება...
28/06/2026

💡 Be Light კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“
📃 გაიცანით — მარიამ მითაიშვილი

ყველა პროფესიული გზა ერთი გადაწყვეტილებით იწყება.

ზოგისთვის ეს პირველი სამსახურის არჩევაა, ზოგისთვის საკუთარი საქმის დაწყება. მარიამ მითაიშვილისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი თავის არჩევა აღმოჩნდა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებამ აქცია ინტერესი პროფესიად, ხოლო პროფესია — ადამიანების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობად.

🚀 პროფესიული გზა

მარიამ მითაიშვილი მარკეტინგის სპეციალისტი, ტრენერი და „Mitaishvili Academy“-ის დამფუძნებელია.
მუშაობს სოციალური მედიის, კონტენტმარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით. ეხმარება როგორც ბიზნესებს, ისე მომავალ მარკეტერებს, გაიმყარონ საკუთარი პოზიცია ციფრულ სივრცეში და ცოდნა რეალურ შედეგებად აქციონ.

📈გზა სოციალური მედიის მიმართ დიდი ინტერესით დაიწყო.
პირველი პროექტებიდან მიღებული გამოცდილება დროთა განმავლობაში საყვარელ საქმიანობად იქცა .

გადაწყვეტილება, რომელმაც გზა განსაზღვრა:

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საკუთარი აკადემიის შექმნა იყო.
ამ პროცესმა მარიამს აჩვენა, რომ მისი მთავარი სიძლიერე მხოლოდ მარკეტინგის ცოდნა არ არის. მისი ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანების განვითარება, გამოცდილების გაზიარება და მათთვის პროფესიული შესაძლებლობების შექმნაა.

როგორც თავად ამბობს,
„ამ გადაწყვეტილებით ავირჩიე საკუთარი თავი“.

ციფრული მარკეტინგი მუდმივად ვითარდება, ამიტომ ამ სფეროში წარმატება მხოლოდ მიღებულ ცოდნას არ ეყრდნობა.
მარიამისთვის სწავლა ყოველდღიური პროცესია. სწორედ მუდმივმა განვითარებამ, დისციპლინამ და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარმა ჩამოაყალიბა პროფესიონალად, რომლის მთავარი პრინციპი პრაქტიკულობაა.
ის არ ასწავლის მხოლოდ თეორიას — ცოდნას ყოველთვის რეალურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მაგალითებს უკავშირებს, რათა სტუდენტებმა და ბიზნესებმა მიღებული ინფორმაცია რეალურ შედეგებად აქციონ.

მთავარი ციტატა:

💬 “ყოველ წარმატებას ჩემს შინაგან ბავშვს ვუძღვნი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო.“

რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს

“ნუ დაელოდებით იდეალურ დროს, დაიწყეთ დღეს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა პრაქტიკისთვის, არ შეგეშინდეთ შეცდომების და მუდმივად განაგრძეთ სწავლა. “
წარმატება მოქმედების შედეგია.

🛜კონტაქტებისთვის ეწვიეთ
👤მარიამ მითაიშვილი
📍მისამართი:
ქ.თბილისი ცოტნე დადიანი N26
🔗 https://www.facebook.com/share/1JseY1W2hs/?mibextid=wwXIfr
🌐 ყველა პროფესიონალს აქვს ისტორია
💡 Be Light სწორედ ამ ისტორიებს აჩენს.

შენი ისტორია — შენი ბრენდის ყველაზე ძლიერი ნაწილია.

📩 თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#პროფესიულიგზა #მარკეტინგი #განათლება

💡 Be Light platform ➖ კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“📃 გაიცანით — მაია პაპიძე⚡️არ არსებობს ერთი სწორი გზა, ადამიანი საკუთა...
18/05/2026

💡 Be Light platform ➖ კამპანია „გამოაჩინე შენი გზა“
📃 გაიცანით — მაია პაპიძე

⚡️არ არსებობს ერთი სწორი გზა, ადამიანი საკუთარ გზას გამოცდილებით, შეცდომებით და სიმტკიცით ქმნის.

მაია პაპიძის ისტორია სწორედ ასეთია ,
მრავალწლიანი ძიება, სხვადასხვა გამოცდილება და საბოლოოდ ადგილი, სადაც საკუთარი თავი იპოვა.

🚀 პროფესიული გზა

მაია პაპიძე ცხოვრობს ბათუმში, პროფესიით ჟურნალისტია და ამჟამად მუშაობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ში, ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქში თავმჯდომარის მოადგილედ.

მისი გზა არ ყოფილა ერთმიმართულებიანი. სცადა სხვადასხვა სფერო — ჟურნალისტიკა, სხვა სამუშაოები და ბიზნესიც,
თუმცა საბოლოოდ მივიდა იქ, სადაც პასუხისმგებლობა, სიზუსტე და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ერთიანდება.

დაახლოებით 10 წლის წინ ცესკო-ში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ ამ სისტემაში აგრძელებს საქმიანობას.

📉 გზა, რომელიც გამოცდილებამ ჩამოაყალიბა

მისი არჩევანი დიდწილად განაპირობა ფიქრმა, სიფრთხილემ და პასუხისმგებლობამ .
ყოველთვის ცდილობდა წინასწარ დაენახა შედეგები და მზად ყოფილიყო ნებისმიერი სირთულისთვის.

თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება არა წარმატებამ, არამედ გამოცდილებამ მოიტანა .
იმედგაცრუებამ, წინააღმდეგობებმა და ცხოვრებისეულმა გამოწვევებმა, რომლებმაც მისი შინაგანი ძალა გააძლიერა.

სწორედ ამ პროცესმა ჩამოაყალიბა მისი მთავარი ცხოვრებისეული პოზიცია:
„მე უნდა შევძლო.“

🎤 მაია პაპიძის გზიდან გამორჩეული ხედვები

🔹 გზა არ არის სწორი ხაზი — ის პროცესია
მაია ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროს გამოცდის შემდეგ საბოლოოდ იპოვა ადგილი, სადაც სტაბილურობასთან ერთად შინაგანი სიმშვიდეც მოიპოვა.

🔹 პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მისი მუშაობის საფუძველია.
ყოველ გადაწყვეტილებას წინასწარი გააზრებით უდგება — რისკების გათვალისწინება მისი პროფესიული სტილის ნაწილია.

🔹 სირთულეებმა ასწავლა გაძლიერება
ცხოვრების რთულმა გამოცდილებებმა აჩვენა , რომ გაჩერება არ არსებობს — არსებობს მხოლოდ გაგრძელება.

🔹 „კიდევ ერთი შანსი“ — მისი შინაგანი პრინციპი
ყოველი დაბრკოლების შემდეგ საკუთარ თავს ახალ შესაძლებლობას აძლევს.

💬 „ყველაზე მნიშვნელოვანი არის არ გაჩერდე , რადგან ყოველი გამოცდილება საბოლოოდ შენს ძალად იქცევა.“

🛜კონტაქტებისთვის ეწვიეთ
👤 მაია პაპიძე
📍მისამართი: ქ.ბათუმი
🔗 https://www.facebook.com/share/1Ct8ARkCEg/?mibextid=wwXIfr
💡 Be Light • Personal Branding & Education Platform
🌐 პროფესიული ისტორიებისა და პერსონალური ბრენდის კონტენტის შექმნა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისთვის — მათი პროფესიული გზის, გამოცდილებისა და იდენტობის წარმოსაჩენად.
📩 თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

#პერსონალურიბრენდინგი #პროფესიულიგზა

17/05/2026

👩🏻‍🎓 მაია პაპიძე — სრული ინტერვიუ

💡 Light of a Woman — „ქალის სინათლე“

არსებობს ისტორიები, რომლებიც უბრალოდ მოსასმენად არ იქმნება.
ისინი იქმნება იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ თავში ძალა დაინახოს. ✨

„ქალის სინათლე“ არის სოციალური პროექტი მათთვის,
ვინც დღეს რთულ პერიოდს გადის.

ზოგჯერ სწორედ სხვისი გამოცდილება გვაძლევს პასუხებს,
იმედს და გამბედაობას,
რომ ცხოვრება თავიდან ავაშენოთ. 🤍

⚡️თუ ფიქრობ, რომ შენი ისტორია
შეიძლება ვიღაცისთვის სინათლე გახდეს
📩მოგვწერე.

Be Light Platform 💡

Address

ბათუმი
Batumi

Telephone

+995599032990

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Be Light Center • სინათლის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Be Light Center • სინათლის ცენტრი:

Shortcuts

Share