23/10/2025
ბათუმის საერთაშორისო ტრიუმფი: აღიარება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებათა შორის
საქართველოს ტურიზმის სექტორმა მიაღწია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო წარმატებას: ქალაქი ბათუმი, მსოფლიო ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, World Travel Awards-ზე (WTA), ნომინაციაში „ევროპის წამყვანი მიმართულება ოთხივე სეზონზე“ გამარჯვებულად დასახელდა.
აღნიშნული ჯილდო ოფიციალურად ადასტურებს ბათუმის შესაძლებლობას, ფუნქციონირებდეს, როგორც ოთხივე სეზონის უნიკალური ტურისტული ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის პოზიციას გლობალურ ბაზარზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურენციის მაღალი დონე, რომელიც ნომინაციაში მონაწილეობდა სხვადასხვა ევროპის წამყვანი ქალაები. ბათუმმა წარმატებით სძლია ისეთ ჩამოყალიბებულ ევროპულ ქალაქებს, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.
ეს პრესტიჟული დამსახურება მიუთითებს აჭარის რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დინამიკასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე.
WTA-ს ჯილდო პირდაპირ ასახავს ქალაქის მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ბათუმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც აერთიანებს ზღვის სანაპიროსა და მთის რესურსებს, იძლევა შესაძლებლობას, სრულად იქნას გამოყენებული ტურისტული პოტენციალი წლის ნებისმიერ მონაკვეთში, იქნება ეს ზაფხულის დინამიკური პერიოდი, თუ ზამთრის სეზონის სამთო-სათხილამურო და ეკოტურიზმის შეთავაზებები.
ეს საერთაშორისო აღიარება წარმოადგენს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უმაღლესი დონის დადასტურებას. იგი ხელს შეუწყობს მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარებისთვის.