ქალაქ ხაშურის N16 წრომის საბავშვო ბაღთან არსებული ,, მომავლის კლუბი"

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • ქალაქ ხაშურის N16 წრომის საბავშვო ბაღთან არსებული ,, მომავლის კლუბი"
Directions

ქალაქ ხაშურის N16 წრომის საბავშვო ბაღთან არსებული ,, მომავლის კლუბი" შემოქმედებითი,ინდივიდუალური,მოტივაციური,კულტურული,ინტელექტუალური განვითარება.

26/09/2025

გავიხსენოთ, მონდომების, სურვილების ჩაფიქრების და ასრულების დრო ❤️
ჩვენ ისევ აქ ვართ, ისევ მოუსვენარ ფუსფუსშია ჩვენი უსაყვარლესი ბაღი 💙💗

მოგესალმებით 💕ხელოვნების კვირეული ლამაზი ფერებით დავასრულეთ ❤️❤️უსაყვარლესი, ფერადი სტუმარი გვყავდა, თინათინ ქურდაძე ხელ...
23/05/2025

მოგესალმებით 💕

ხელოვნების კვირეული ლამაზი ფერებით დავასრულეთ ❤️❤️

უსაყვარლესი, ფერადი სტუმარი გვყავდა, თინათინ ქურდაძე ხელოვნების პედაგოგი და ჩვენი ბაღის დიდი გულშემატკივარი 💕💕❤️❤️

დახუნძლული მოვიდა საჩუქრებით, შემოქმედებითი იდეებით და ხალისით დაიწყო ჩვენი დღეც 💕💕❤️❤️

ჩვენმა პატარებმა ძერწეს, ხატეს, გამოჭრეს და აფერადეს პაწაწინა მარჯვე ხელებით.... 💕💕❤️❤️

ძალიან გავერთეთ, ვიხალისეთ, აღმოვაჩინეთ, ვიმხიარულეთ და ბევრი სითბო გავეცით💕💕❤️❤️

გვიყვარს როცა ასე გვახარებენ და გვილამაზებენ სტუმრობით დღეებს ფერადი ადამიანები 💕

დიდი მადლობა თინათინ ქურდაძეს სტუმრობისთვის და საინტერესო აქტივობებისთვის... ❤️❤️

მადლობა ფერადი ხელოვნების კვირეულისთვის.

დასამახსოვრებელი და ლამაზი დღეები გამოგვივიდა 💕💕❤️

გვიყვარს ჩვენი ბაღი...

მომავლის კლუბი 💕💕

21/05/2025

თბილი ჰანგები ❤️🎵🎶🎼

მოგესალმებით ❤️დღეს, განსაკუთრებულ დღეებს შორის, ძალიან გამორჩეული და სასიამოვნო დღე პქონდათ ჩვენს პატარებს...ხელოვნების...
20/05/2025

მოგესალმებით ❤️

დღეს, განსაკუთრებულ დღეებს შორის, ძალიან გამორჩეული და სასიამოვნო დღე პქონდათ ჩვენს პატარებს...

ხელოვნების კვირეულია ჩვენს ბაღში, პატარები სხვადაახვა შემოქმედებით და საინტერესო თემებს ეცნობიან....
ვსწავლობთ და ვიკვლევთ....

დღეს ჩვენს ბაღს ძალიან ლამაზი და ნიჭიერი სტუმარი ეწვია, უსაყვარლესი მარიამ ობოლაძე M Studio - ს დამფუძნებელი, მასთან ერთად გვსტუმეობდნენ მარიამის მოსწავლე- მარიამი და შვილი-მათე

მარიამმა უმარავ ლამაზ სიმღერსთან ერთად, საოპერო ნომრები შეუსრულა პატარებს....
თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ინტერესით შესციცინებდნენ, როგორ აკვირდებოდნენ ყველა მოძრაობას, სიმღერის ახალი რეპერტუარი აღმოაჩინეს დღეს და ძალიან მოეწონათ...
იცეკვეს უმღერეს და იმღერეს ჩვენს სტუმართან ერთად....

ლამაზი და ემოციური დღე გამოგვივიდა...

მადლობა, ჩვენს ნათია მასწავლებელს საინტერესო კვირეულისთვის ❤️ასევე დიდი მადლობა, ჩვენი მუსიკის ნათია მასწავლებელსა ასეთი საინტერესო სტუმრების მოწვევისთვის... 💕💕
მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის
და დიდი მადლობა ჩვენს ბაღს და დირექტორს ქ. ნ მანანა გოდელაშვილს.
რომ არა ეს ბაღი ასეთი დღეები ნამდვილად არ ექნებოდათ ჩვენს პატარებს...

მადლობა, მშობლებს ჩართულობისთვის ❤️❤️

მომავლის კლუბი

მოგესალმებით, მეგობრებო 💕ოხ, როგორი საინტერესო ამბით მოვედით!!!ჩვენ ხომ ყველაფერი გვაინტერესებს, ვეძებთ და აღმოვაჩენთ სა...
14/05/2025

მოგესალმებით, მეგობრებო 💕

ოხ, როგორი საინტერესო ამბით მოვედით!!!

ჩვენ ხომ ყველაფერი გვაინტერესებს, ვეძებთ და აღმოვაჩენთ საინტერესო ადგილებს, სადაც შეიძლება ჩვენმა პატარებმა ახალი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ და აი, ვიპოვეთ კიდეც რკინის საამქრო, ჩვენს მეზობლად...

ნათია მასწავლებელთან გავიარეთ თემები და მივადექით ასეთ საინტერესო დღეს 🤔

ეს პატარა რკინის საამქრო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დანადგარები შეიძინეს. სწორედ ამ დანადგარების დათვალიერება და გამოცდა მოვაწყვეთ ჩვენც ❤️🤔

საწარმოს მუქ ფერებს, ჩვენი ფერადი ბავშვები ძალიან მოუხდნენ, გააფერადეს და ააკისკისეს იქაური გარემო.

ზოგს ისე მოეწონა საქმიანობა, მომავალში, შემდუღებლის პოზიციაზე გოგონები თუ აღმოვაჩინეთ არ გაგვიკვირდება 🤔

ჩვენმა რკინის ოსტატმა, რომელიც სხვათაშორის ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მშობელია, უამრავი საინტერესო რამ გვაჩვენა:

ვნახეთ როგორ ცხელდება რკინა დიდ ღუმელში და როგორ შეგვიძლია ეს ცხელი რკინა სხვადასხვა ფიგურებად ვაქციოთ, მოვღუნოთ, მივცეთ ოვალის ფორმა, გავსწოროთ და მისგან სხვადსხვა რკინის ნაკეთობები გავაკეთოთ....

ვისწავლეთ, რომ რკინა საკმაოდ ცხელია დამუშავების დროს და უცნაურ სუნს გამოყოფს...
გავჭერით და გავამთელეთ... შემდეგ შევღებეთ კიდეც....

სიმბოლორუდ, მონაწილეობისთვის მედლები და სიგელები გადმოგვცეს ❤️

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე გამოგვივიდა💙

მადლობა ბაღს საინტერესო იდეებისთვის💕💕

მადლობა რკინის საამქროს მასპინძლობისთვის 💞

მადლობა მშობლებს ჩართულობისთვის, ჩვენ ერთი გუნდი ვართ...

წინ ბევრი კარგი დღეები გველის 💗💗

გვიყვარხართ...

მომავლის კლუბი 💞

მოგესალმებით💕გაზაფხულდა და სამუშაო განწყობა ამაღლებულები დაგიბრუნდით...დღეს საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბა....უფ, როგორი კ...
26/03/2025

მოგესალმებით💕

გაზაფხულდა და სამუშაო განწყობა ამაღლებულები დაგიბრუნდით...

დღეს საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბა....

უფ, როგორი კარგი და კრეატიული იდეებით სავსე დღე გვქონდა....

გეგმა შედგენილია...

ბავშების გასახარებლად, ისევ ვიწყებთ მუშაობას...

დავფაცურდით, ხელები ავიკაპიწეთ და შევუდექით საქმიანობას.... 💫💫💫

თქვენ კი, საინტერესო სიახლეებს ელოდეთ ჩვენგან. 🙄💕💕

თქვენი გულშემატკივრობა, ინტერესი და საუკეთესო სურვილები უფრო მეტ მოტივაციას გვძენს....

იაქტიურეთ, ჩვენ სიახლეებს შემოგთავაზებთ...

გვიყვარს, ჩვენი ბაღი და ჩვენი ერთობა ❣️❣️❣️

ახალი მიზნებისკენ, ჰერი-ჰერი.

26/02/2025

მომავლის კლუბი 2 წლისაა 🎊🎊🎊

ფერადი დღეების კორიანტელი მოგიტანეთ ამ პატარა ვიდეოში,
დაბადებიდან დღემდე....

სულ პატარებიც კი ბევრ თამამ და ძლიერ ნაბიჯს ვდგამდით...

როგორი საინტერესო და ნაყოფიერი დღეები გამოვიარეთ ამ 2 წლის მანძილზე...
მივიღეთ უამრავი საჩუქარი, ვიპოვეთ და შევიძინეთ მეგობრები, ვისწავლეთ, ვიმღერეთ, ვხატეთ, ვიყავით გუნდურები, გავაოცეთ, გავეცით სიყვარული და მივიღეთ უფრო მეტი, ვთქვით ჩვენი სათქმელი, გაგვიცნო მთელმა საქართველოს ბაღებმა და არამარტო ბაღებმა, გადაგვიღეს ამერიკელებმა, ჩვენს ვიდეოებს სხვადსხვა ტრეინინგებზე, კონფერენციებზე სამაგალითოდ იყენებენ, ვიყავით მოტივატორები, ჩვენი დამფუძნებელი მოწვეულია სხვადსხვა კონფერენციებზე, რომ ამ ინოვაციური პროექტის შესახებ გასცეს ინფორმაცია, ჩვენი ბაღი იცის ყველამ...

რა კარგია რომ დავიბადეთ... 🎊✅

საოცარი ემოციებით სავსე წუთები, უამრავი კეთილი სურვილი, დადებითი განწყობა,თბილი სიტყვები და დიდი პატივისცემა დავიმსახურეთ ამ 2 წელიწადში....

უკუკავშირი მიღებულია 💞

მადლობა ❤️❤️❤️

გვიყვარხართ და ჩვენ კიდევ ავხმაურდებით, ისევ გაგაოცებთ, გავახარეთ ჩვენს პატარებს და მათ ვისაც ჩვენი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯები ახარებს...

მომავლის კლუბი 2 წლისაა✅წინ ბევრი რამ გველის....

მალე შევხვდებით ❤️💞🎊🎊

მოგესალმებით 💕💕შემოდგომის ფუსფუსის ამბებით დავბრუნდით... 🍁🍂შემოდგომის ეს ლამაზი კვირეული, საინტერესო, ფერადი, ხალისიანი,...
08/11/2024

მოგესალმებით 💕💕

შემოდგომის ფუსფუსის ამბებით დავბრუნდით... 🍁🍂

შემოდგომის ეს ლამაზი კვირეული, საინტერესო, ფერადი, ხალისიანი, აღმოჩნებით სავსე გამოგვივიდა... ❤️❤️💕🍂🍁

ამ დღეების განმავლობაში, ჩვენი ბაღის მასწავლებლებთან ერთად მშობლები ვცდილობდით გაგვეხალისებინა ჩვენი პატარები და მათ გვერდით ვყოფილიყავი.❤️

მოვიაერთ ტყე და მოვაგროვეთ ბუნებრივი რესურსები, გავხეხეთ და გამოვწურეთ ხილ-ბოატნეულისგან წვენები( რითიც ბუნებრივი საღებავები მივიღეთ), ასევე ვხატეთ ბოსტნეულით, გამოვიყენეთ ბუნებრივი რესურსები სხვადსხვა აპლიკაციების შესაქმნელად, ბევრი ვიხალისეთ, ვიცინეთ, ყოველი დღე გავატარეთ ნაყოფიერად და კვირეულის ბოლო შემოდგომის თამაშობით დავასრულეთ....
🍁🍂🍂
მთავარია პატარებმა აკეთეს ის რაც მათ აინტერესებდათ, უხაროდათ და
აბედნიერებდათ.

ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბაღი, მასწავლებლები, ბაღის მთელი კოლექტივი, ჩვენი კლუბი...

მომავლის კლუბი ❤️❤️

#მშობელთაჩართულობა

Address

ხაშურის რაიონი, სოფელი წრომი
Khashuri

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ხაშურის N16 წრომის საბავშვო ბაღთან არსებული ,, მომავლის კლუბი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category