Hobbit land • ჰობიტ ლენდი

Hobbit land • ჰობიტ ლენდი Hobbit land Georgia

Hobbit-სახლების მშენებლობა დაწყებულია 4,25 ჰა. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს გარეკახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კმ, თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ-ის დაშორებით. ეს ადგილი იქნება იდეალური ოჯახური დასვენებისთვის და სტუმრების მიღებისთვის.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ადგილზე მიღებული ჯანსაღი ეკო-პროდუქტით თქვენი ოჯახების და სტუმრების დახვედრა-გამასპ

ინძლება იქვე გემოვნებით მოწყობილ Hobbit-
რესტორანში. მოეწყობა საბავშვო მოედნები, სკვერები, ბილიკები, შადრევნები, ჩანჩქერები, არხები და ამ არხებზე გადასასვლელი ხიდები, დასასვენებელი სივრცეები, ტყეებში ჰამაკები და სტუმრების გამასპინძლებისთვის სადღესასწაულო ადგილები, სპორტული მოედნები
(ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და სხვა), სასროლეთი, ტბასთან გასარუჯი ადგილები, თევზაობის მსურველებისთვის შეიქმნება სპეციალური ადგილები (კუნძულები) თევზის დასაჭერად. შეგეძლებათ ხეხილის მწიფობის დროს თქვენი ხელით მოწყვიტოთ და მიირთვათ ნებისმიერი ხილი. მსურველებისთვის, შესაძლებელი იქნება მობილური ფერმების დათვალიერება და სხვადასხვა ცხოველების
თუ ფრინველების ნახვა. თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელი იქნება თქვენი ოჯახისთვის ნებისმიერი შინაური ცხოველის თუ ფრინველის ყოლა, რის გაზრდაშიც ჩვენ დაგეხმარებით.
ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მიწის ნაკვეთის შემოღობვა, ცხოველებისა და ფრინველებისთვის სათავსოების სექტორებად დაყოფა. გაკეთებულია დებეტური წყლის ჭაბურღილი, კეთდება წყლის შემგროვებელი ტბები (აქვაკულტურა), რაც შემდგომში აგრეთვე გამოყენებული იქნება თევზისა და წყლის ფრინველების მოსაშენებლად, კერძოდ იხვის, ბატის და მუშკის იხვის (ინდაუტკის) მოშენებისთვის. მოეწყობა მობილური ადგილები, სადაც განთავსდება სხვადასხვა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, აგრეთვე კვერცხმდებელი და სახორცე ქათამი, ინდაური, გაკეთდება ლოკოკინების მინიფერმა, განთავსდება სკები მეფუტკრეობის განსავითარებლად. გაშენდება ხეხილის ბაღები, იწარმოება რძის პროდუქტები, თაფლი, კვერცხი, თევზი, სხვადასხვა სახეობის ხორცი. ყველა ეს ეკოპროდუქტი შეიქმნება ადგილზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ვინც შეიძენს Hobbit-სახლს ამ ტერიტორიაზე.
მოკლედ გთავაზობთ ყველაფერს ერთ სივრცეში ისე, რომ იქიდან წასვლის სურვილიც არ გაგიჩნდეთ.
გაყიდვები დაწყებულია.
მყიდველებს საკუთრებაში გადმოგეცემათ როგორც Hobbit-სახლები ასევე მინიმუმ 200 მ 2 მიწის ნაკვეთი თქვენთვის სამოთხეში სამოთხის მოსაწყობად.

18/08/2024

სამოთხეა

აბა გელოდებით
18/08/2024

აბა გელოდებით

Address

კოჭბაანი
Sagaredzho

Opening Hours

Monday 11:00 - 06:00
Tuesday 11:00 - 06:00
Wednesday 11:00 - 06:00
Thursday 11:00 - 06:00
Friday 11:00 - 06:00
Saturday 11:00 - 06:00
Sunday 11:00 - 06:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hobbit land • ჰობიტ ლენდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category