18/03/2022
❓როგორ ვითვლით ორსულობის ვადას?
❓როგორ შევაფასოთ ორსულობის მიმდინარეობა და ნაყოფის მდგომარეობა და რომელი სიმპტომებია საყურადღებო?
☘️ორსულობის ვადის დადგენა ხდება მენსტრუაციის მიხედვით, ანუ ვითვლით კვირების რაოდენობას ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან და ამ გზით განსაზღვრულ ვადაზე ვუწოდებთ გესტაციურს, მაგრამ ასევე არსებობს ორსულობის ვადა ფეტომეტრიის მიხედვით, რომლის განსაზღვრა ხდება ექოსკოპიურად ნაყოფის ზომების მიხედვით 🔱 აღნიშნული ვადები შესაძლოა მცირე ვადაზე ერთმანეთს არ დაემთხვას და აღინიშნოს 1-2 კვირიანი ცდომილება, მაგრამ ეს, როგორც წესი, არ არის საშიში, რადგან ნაყოფის ზრდასთან ერთად სხვაობა თანდათან მცირდება და საბოლოოდ უტოლდება ერთმანეთს. თუმცა, აუცილებელია ნაყოფის ზრდა-განვითარების ექოსკოპიური კონტროლი.
📍📍მცირე ვადაზე უმნიშვნელოვანესია ორსულობის დაფიქსირება საშვილოსნოს ღრუში, რადგან ხშირად მცირე ვადაზე ორსულობა არ ჩანს ექოსკოპიურად ღრუში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი ექსოკოპია 7-10 დღეში 🌿 რაც შეეხება ნაყოფის მდგომარეობის შეფასებას, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის 11-13 კვირა, როდესაც ტარდება ექოსკოპია, რომლის საშუალებითაც ისაზღვრება ნაყოფის გულისცემა, ნაყოფის საყელოსმიერი სივრცის სისქე, ანუ კისრის ნაოჭი, ცხვირის ძვლის სიგრძე, ფასდება პლაცენტა, კერძოდ მისი ლოკალიზაცია, სტრუქტურა, ნაყოფის შინაგანი ორგანოები, თავის ტვინის სტრუქტურები, ხდება ნაყოფის სხვადასხვა ზომის, მასის დადგენა.
✒️გარდა ექოსკოპიისა, ასევე, ტარდება დედის სისხლში ე.წ. ორმაგი და სამმაგი ტესტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ნაყოფის გენეტიკური ანომალიების რისკების შეფასება. თუმცა, თითოეული მათგანი ტარდება განსაზღვრულ ვადაზე, მაგალითად ორმაგი ტესტი - 9-11 კვირის ვადაზე, არაუგვიანეს 12 კვირისა, სამმაგი - 16-19 კვირის ვადაზე ⚜️ აღნიშნული ტესტების სიზუსტე შედაგენს 65-70 %, თუმცა ექოსკოპიურ მონაცემებთან ერთად ისინი ქმნიან წარმოდგენას ნაყოფის განვითარებაზე და გენეტიკური ანომალიების არსებობაზე.
🌿რაც შეეხება სიმპტომებს, ძალიან მნიშვნელოვანია გამონადენის გაჩენა, ტკივილი ან დაჭიმულობა მუცლის ქვედა არეში, 18-20 კვირის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც დედა შეიგრძნობს ნაყოფის პირველ მოძრაობას, აუცილებელია ნაყოფის მოძრაობაზე დაკვირვება და რაიმე ცვლილების შემთხვევაში დედამ მაშინვე უნდა აცნობოს ექიმს ♻️ შედარებით გვიან ვადაზე საყურადღებო სიმპტომებია შეშუპება, არტერიული წნევის ციფრების მომატება, მხედველობის გაუარესება. ამასთან, მაღალი რისკის ორსულები, ვისაც ჰქონდა უშვილობის პრობლემა, ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა, ორსულობის განმეორებითი დანაკარგები, განსაკუთრებით საყურადღებოა და საჭიროა ჭიპლარში სისხლის მიმოქცევის შეფასება (დოპლერის საშუალებით) - ე.წ. ფეტო-პლაცენტარული უკმარისობის დიაგნოსტირების მიზნით.
✅ ძვირფასო ქალბატონებო, დასვით თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა, აუცილებლად გიპასუხებთ 🌺