28/05/2020
⭕ საქართველოს მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს დაასუბსიდირებს. გიორგი გახარიას მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ სუბსიდია შეეხება საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტს. მისივე განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.
⭕ "მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი — 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7 პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა", — ამბობს ლილუაშვილი.
❓ რა პირობებია და ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია?
✅ სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღო სესხი;
✅ სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება — 4%;
✅ სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას;
✅ სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
✅ სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
✅ სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი.
✅ გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.