BambooCo

BambooCo BambooCo is a group of companies that produce bamboo houses, bamboo furniture and bamboo composite material.

25/05/2023

♻️ დასაქყისში ბამბუკის ავეჯს ტრადიციული მეთოდებით ვამზადებდით. უნდა გაგვეგო მასალის თავისებურებანი, რადგან მომავალში ჩვენი მოგვეფიქრებინა

⚜️ ♻️ In the beginning we made bamboo furniture in the traditional way. We learned about the material

06/03/2023

♻️ ჯგუფი BambooCo იწვევს სამუშაოდ პროფესიონალ-ოსტატებს ხის ავეჯის დიზაინისა და დამზადების დარგებში. ასევე გვესაჭიროება ადამიანები, ვისაც სადურგლო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.
✅ შრომის ანაზღაურება დადგინდება ინდივიდუალურად კვალიფიკაციის და შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად. ხელფასის ბაზა - მოჭრილი და გამომუშავებული.

♻️ Группа BambooCo приглашает на собеседование мастеров-специалистов по изготовлению и дизайну деревянной мебели, а также людей, имеющих опыт работы в столярном производстве.
✅ Оплата труда устанавливается индивидуально в соответствии с квалификацией и выполняемой работой. База заработной платы – установленный законодательством минимум плюс бонус по выработке.

☂️ ☀️ ⚡️ ბამბუკის სენდვიჩ-კედელი ♻️ კედლის კონსტრუქციაში ჰაერის გარე და შიდა ნაკადები კედელში (იზოლაციაში) კი არ ხვდებია...
02/03/2023

☂️ ☀️ ⚡️ ბამბუკის სენდვიჩ-კედელი

♻️ კედლის კონსტრუქციაში ჰაერის გარე და შიდა ნაკადები კედელში (იზოლაციაში) კი არ ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ე.წ. „ამრევ კამერაში“. რთის მხრივ, ნესტის დაგროვებას და ლპობის პროცესებს თავს ვარიდებთ, მეორეს მხრივ კი - კედლის მთელ სიგრძეზე ვახდენთ ბუნებრივ ვენტილაციას. „ამრევ კამერაში“ თბოკარბონული ბოჭკოების მონტაჟით შეიძლება „თბილი კედლის მიღება“, რაც სახლის ძირითადი გათბობის სისტემას აყალიბებს. კაბელი ელექტროდენით ცხელდება ცელსიუსის 40-50 გრადუსამდე და ძალიან ცოტა ენერგიას მოიხმარს. რაც მთავარია, კრიტიკულ შემთხვევებში ასეთმა სისტემამ შეიძლება დამოუკიდებლად იმუშაოს (გენერატორების, მზის სადგურის გამოყენებით).
♻️ ასეთი კედლის სითბური წინაღობა ძალიან მაღალია (რომ არა ვთქვათ უნიკალური). მაგალითად, 18-20 სმ სისქის კედლისთვის - 5,0-6,0 m2.*C/w. შედარებისთვის, არქტიკული მურმანსკისთვის კედლის სითბური წინაღობის ნორმა შეადგენს 3,63 m2.*C/w.

28/12/2022

☀️ 🔥 💦
🌿 ბამბუკის სენდვიჩ-პანელი

✅ ამ პატენტის არსში მარტივი ფიზიკური მოვლენა დევს: მასალაში ნებისმიერი ტალღის (სითბური, ბგერითი) გავრცელება ხდება ნაკლები წინაღობის მიმართულებით. ბამბუკის ბოჭკოები გრძივად არიან განლაგებულნი. თუ გარკვეული ტექნოლოგიური ხერხით ბოჭკოების დამუშავება მოხდა ისე, რომ ტალღის გავრცელებისთვის ასეთი მიმართულება იქნება პრიორიტეტული, სითბო (ბგერა) განივი მიმართულებით ნაკლებად გადაიცემა და ზედაპირულ ბოჭკოებში განიფანტება. 👉 ტექნოლოგია მოიძებნა და ეფექტიც მიღებულია. ეს პრინციპი გამოიყენება ბამბუკის კოტეჯის კედლის კონსრუქციაში 🏠

🔥 🔥 ბამბუკის კარბონიზაცია (ლათ. Carbo - ნახშირი)🌑 ორგანული ნივთიერების ნახშირბადით გამდიდრება. იშლება ჟანგბადის კავშირებ...
22/12/2022

🔥 🔥 ბამბუკის კარბონიზაცია (ლათ. Carbo - ნახშირი)

🌑 ორგანული ნივთიერების ნახშირბადით გამდიდრება. იშლება ჟანგბადის კავშირები და ნივთიერება კარგავს ე.წ. „სტრუქტურულად დაბმულ წყალს“. მასში იშლება ძველი და იკვრება ახალი მოლეკულური კავშირები. პროცესი ტარდება ავტოკლავში მაღალი წნევის ნაჯერი და გადახურებული ორთქლის გამოყენებით. ბამბუკი მუქდება, კარგავს ზედაპირულ ზეთოვან შენაერთებს. მათ ცვლის სილიკას (SiO2) კონცენტრირებულო რკალი, რის შედეგად ბამბუკი უფრო მაგარი ხდება და მასზე ნაკლებად მოქმედებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ☂️ 💥

19/12/2022

🌿 🌿 🌿 რატომ ბამბუკი?
✅ ბამბუკი - დენდროიდული ლერწამია. ბამბუკი საქართველოში შემოიტანეს 1895 წელს ჩინეთიდან. 1980 წლის სტატისტიკური მონაცემებით მას საქართველოში 3.5 ათ.ჰა ფართობი ეკავა. ბამბუკის სტრუქტურული თვისებები ძალიან შთამბეჭდავია. ის ხეზე ბევრად მსუბუქია, მაგრამ მასზე 1.5 ჯერ უფრო მყარი. ბამბუკის როგორც მასალის ეფექტიანობა (სიმყარის სიმკვრივეზე შეფარდება), 2.5 ჯერ ხეზე და 3 ჯერ ლითონზე მეტია ❗️.
✅ ბამბუკი შეიცავს მეტ ბიომასას და 30%-ით მეტ ჟანგბადს აწარმოებს ვიდრე შესაბამისი რაოდენობის ხის მერქანი. ის ინარჩუნებს ნიადაგის ტენიანობას და აფერხებს ეროზიის განვითარებას. ძალიან სწრაფად იზრდება - მაქსიმალურ სიგრძეს (20 ÷ 25) მ აღწევს 30 ÷ 45 დღეში ‼️.

♻️ 💲 ბამბუკი არ იზიდავდა დიდ ყურადღებას, რადგან პირდაპირი სახით მისგან ღირებულ მოგებას ვერ მიიღებ. მხოლოდ გარკვეული ტექნოლოგიებით დამუშავება-გადამუშავებით და მათ საფუძველზე ინოვაციური შეთავაზებების შექმნით შესაძლებელია ეს მიმართულება საკმაოდ შემოსავლიანი გაახადო. პირდაპირი, გადამუშავებული და კომბინირებული სახით მისი გამოყენება შეიძლება მშენებლობაში (სამშენებლო მასალები და მსუბუქი შენობები), მრეწველობაში (ავეჯი, მოსაპირკეთებელი მასალა, პარკეტი) და ბევრი სხვა.

17/12/2022

🆘 🆘 🆘
ყურადღება - შხამიანი დამათბუნებლები

⛔️ პენოპლასტი - დათბუნების მხრიდან ეფექტური, მაგრამ საკმაოდ ტოქსიკური მასალაა. მას ამზადებენ სტიროლის აქაფებით. სტიროლი - ძლიერი შხამია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქციაშიც აღმოჩენილია თავისუფალი სტიროლის საკმარისი რაოდენობა, რომ მოხდეს მისი ჰაერში გადასვლა. სტიროლის გამოყოფა იწყება 250C-იდან. ის ილექება ღვიძლში, იწვევს ქრონიკულ ჰეპატიტს, ლეიკოზს, სასუნთქი გზების გაღიზიანებას და სხვა. ხე გამჭვირვალეა სტიროლისთვის, ამიტომ მისი გამოყენება ხის საცხოვრისებში მიზანშეწონილი არ არის. პენოპლასტს გააჩნია კიდევ ორი მომწავლავი კომპონენტი - ფენოლი და ფორმალდეჰიდი. მათი გამოყოფა იწყება უკვე 200C. პირველი იწვევს თვალისა და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებას, მეორე კი - ძლიერი კანცეროგენია. პენოპლასტს დიდი ტექნიკური ნაკლიც აქვს - ის ორთქლგაუმტარია, რის გამო შენობაში ირღვევა ტენიანობის ბალანსი და ცუდი ვენტილაციის პირობებში ის ნესტიანდება. დაბოლოს, პენოპლასტის აალება იწყება უკვე 3000C და ამ დროს ის გამოყოფს მხუთავ აირს, რომლის შესუნთქვა ადამიანისთვის მომაკვდინებელია ✝️ ☠️.

❌ მინერალური ბამბა (ქვაბამბა, მინაბამბა, ბაზალტის ბამბა) წარმოადგენს გაცხელებული და გათხევადებული ფუძის ბოჭკოების მასას, რომლებიც ერთმანეთზე სინთეტიკური დანამატებით იკვრებიან. ზუსტად ეს დანამატები წარმოადგენენ საშიშროებას ადამიანის ჯამრთელობისთვის. სინთეტიკურ ფისებზე ისეთი სტანდარტებია დაწესებული, რომ მათი გამოყენება ხდება მხოლოდ მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილ პროდუქციებში 👨‍ 😈 🤡

⚡️ ⚡️ ⚡️            ♻️ 👍 ინოვაციური თუ... ♾ 😜️  იმიტაციური ხის სახლები🏗 კარკასულ სახლებს ხშირად კანადური ტექნოლოგიით შექ...
15/12/2022

⚡️ ⚡️ ⚡️
♻️ 👍 ინოვაციური თუ... ♾ 😜️ იმიტაციური ხის სახლები

🏗 კარკასულ სახლებს ხშირად კანადური ტექნოლოგიით შექმნილს უწოდებენ. სიპ-პანელი (სტრუქტურულ იზოლაციური პანელი) წარმოადგენს სენდვიჩს: გარედან OSB-ს (შეწებებული ორიენტირებული ხის ნათალი) ფირფიტებით, შუაში კი - საიზოლაციო ნივთიერებით (პენოპოლისტიროლი ან პენოპლასტი). თბოიზოლაციის თვალსაზრისით სიპ-პანელების 20 სმ კედელი 50 სმ აგურის კედელს უტოლდება.
💲 ამ ტექნოლოგიით დამზადებული სახლი საკმაოდ იაფია და სწრაფად იგება, ხის სახლების აგების კიდევ ერთი სახეობაა - კარკასულ-პროფილირებული ძელის სახლები. აქაც იკვრება ხის კარკასი, რასაც გარედან ეკვრება ხის ძელები. ძელებს შუა ათავსებენ თბოიზოლაციას ❄️🔥
🏠 🫁 გავრცელებული აზრით, ხის (კარკასული) სახლი სუნთქავს და მასში ნარჩუნდება ტენიანობის ბალანსი. სინამდვილეში ე.წ. „სუნთქვა“ შემოიფარგლება იმით, რომ ხის მერქნის უჯრედები სეზონურად გარკვეული რაოდენობით ტენს შთანთქავენ ან გასცემენ. ამით იცვლება მხოლოდ ხის ნაკეთობის ზომები. თუ დავამატებთ იმას, რომ სენდვიჩ-კედლები ქმნიან ე.წ. თერმოსის ეფექტს, ასეთ შენობაში დამატებითი ვენტილაციის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ვენტილაციის გარეშე კედლებში განვითარდება ლპობის პროცესები, გაჩნდება სოკო და თაგვი.
ასეთი გამონათქვამიც არსებობს: თუ თქვენი სახლი კარკასულია, დაეთანხმეთ იმას, რომ კედლებში ვიღაცა ცხოვრობს. 🐁 🐁 🐁

💥🏠 ქართველების რაციონალობის შედევრი - ოდა - ლამაზი, გამძლე, თბილი, იაფი.  ხის მერქანი თბომახასიათებლებით ქვას, აგურს, ბლ...
14/12/2022

💥🏠 ქართველების რაციონალობის შედევრი - ოდა - ლამაზი, გამძლე, თბილი, იაფი.

ხის მერქანი თბომახასიათებლებით ქვას, აგურს, ბლოკს ბევრად სჯობია. მაგრამ ... მერქნის ბოჭკოები ისეა განლაგეული, რომ გრძივი და განივი მიმართულებებით თბოგამტარიანობა ორ- ან მეტჯერ ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხარჯია დიდი! ამიტომ ვირჩევთ: ან ძვირი ხარისხიანი იმპორტი, ან შეღავათიანი ადგილობრივი კონტრაბანდა!
მაგრამ... არსებობს სხვა გზაც! როგორი? ისეთი მასალა მოვიძიოთ, რომლის მიკრო- და მაკრო- თვისებები დააკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნებს: იყოს ხეზე უფრო კონსტრუქციული, ტექნოლოგიური და იაფი. ასეთია ბამბუკი - მყარი ბუნებრივი კომპოზიტი, ერთგვაროვანი გრძელი ბოჭკოებით და ისეთი ბიოშემადგენლობით, რომელიც იტანს ინოვაციურ ტექნოლოგიურ ზემოქმედებს. რაც მთავარია! მასალაც და „ინოვატორებიც“ საქართველოშია!!!

🌳 ♻️ ინოვაციური თუ იმიტაციური ხის სახლები🏡 კარკასულ სახლებს ხშირად კანადური ტექნოლოგიით შექმნილს უწოდებენ.      სიპ-პანე...
13/12/2022

🌳 ♻️ ინოვაციური თუ იმიტაციური ხის სახლები

🏡 კარკასულ სახლებს ხშირად კანადური ტექნოლოგიით შექმნილს უწოდებენ. სიპ-პანელი (სტრუქტურულ იზოლაციური პანელი) წარმოადგენს სენდვიჩს: გარედან OSB-ს (შეწებებული ორიენტირებული ხის ნათალი) ფირფიტებით, შუაში კი - საიზოლაციო ნივთიერებით (პენოპოლისტიროლი ან პენოპლასტი). თბოიზოლაციის თვალსაზრისით სიპ-პანელების 20 სმ კედელი 50 სმ აგურის კედელს უტოლდება.
ამ ტექნოლოგიით დამზადებული სახლი საკმაოდ იაფია და სწრაფად იგება, ხის სახლების აგების კიდევ ერთი სახეობაა - კარკასულ-პროფილირებული ძელის სახლები. აქაც იკვრება ხის კარკასი, რასაც გარედან ეკვრება ხის ძელები. ძელებს შუა ათავსებენ თბოიზოლაციას.
გავრცელებული აზრით, ხის (კარკასული) სახლი სუნთქავს და მასში ნარჩუნდება ტენიანობის ბალანსი. სინამდვილეში ე.წ. „სუნთქვა“ შემოიფარგლება იმით, რომ ხის მერქნის უჯრედები სეზონურად გარკვეული რაოდენობით ტენს შთანთქავენ ან გასცემენ. ამით იცვლება მხოლოდ ხის ნაკეთობის ზომები. თუ დავამატებთ იმას, რომ სენდვიჩ-კედლები ქმნიან ე.წ. თერმოსის ეფექტს, ასეთ შენობაში დამატებითი ვენტილაციის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ვენტილაციის გარეშე კედლებში განვითარდება ლპობის პროცესები, გაჩნდება სოკო და თაგვი.
ასეთი გამონათქვამიც არსებობს: თუ თქვენი სახლი კარკასულია, დაეთანხმეთ იმას, რომ კედლებში ვიღაცა ცხოვრობს. 🐁 🐁 🐁

💥 👉 ქართველების რაციონალობის შედევრი - ოდა - ლამაზი, გამძლე, თბილი, იაფი.  📢 📢 ხის მერქანი თბომახასიათებლებით ქვას, აგურ...
11/12/2022

💥 👉 ქართველების რაციონალობის შედევრი - ოდა - ლამაზი, გამძლე, თბილი, იაფი.

📢 📢 ხის მერქანი თბომახასიათებლებით ქვას, აგურს, ბლოკს ბევრად სჯობია. მაგრამ ... მერქნის ბოჭკოები ისეა განლაგეული, რომ გრძივი და განივი მიმართულებებით თბოგამტარიანობა ორ- ან მეტჯერ ერთმანეთისაგან განსხვავდება. ხარჯია დიდი! ამიტომ ვირჩევთ: ან ძვირი ხარისხიანი იმპორტი, ან შეღავათიანი ადგილობრივი კონტრაბანდა!
მაგრამ... არსებობს სხვა გზაც! როგორი? ისეთი მასალა მოვიძიოთ, რომლის მიკრო- და მაკრო- თვისებები დააკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნებს: იყოს ხეზე უფრო კონსტრუქციული, ტექნოლოგიური და იაფი. ასეთია ბამბუკი - მყარი ბუნებრივი კომპოზიტი, ერთგვაროვანი გრძელი ბოჭკოებით და ისეთი ბიოშემადგენლობით, რომელიც იტანს ინოვაციურ ტექნოლოგიურ ზემოქმედებს. რაც მთავარია! მასალაც და „ინოვატორებიც“ საქართველოშია!!!

Address

Georgia, Tvalchrelidze Street N5
Tbilisi
0182

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BambooCo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to BambooCo:

Share

Category