Sfero Holding · სფერო ჰოლდინგი

Call Directions Website Contact the business

Sfero Holding · სფერო ჰოლდინგი Sphero Holding-თან ერთად, მომავალი უფრო ნათელი, სტაბილური და პერსპექტიულია.

სფერო ჰოლდინგი აერთიანებს ბიზნესს, მედიას და სოციალურ პროექტებს. ვქმნით პლატფორმას, სადაც განვითარება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და სანდოობა არის მთავარი ღირებულებები. Sphero Holding გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კომპანია – ჩვენ ვქმნით მომავალს.
ჩვენი მრავალმხრივი სერვისები და პროდუქტები მიმართულია პროგრესისკენ, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხო, მდგრადი გარემოს ფორმირებისკენ. ინოვაცია, პასუხისმგებლობა და განვითარებისადმი ერთგულება არის ის ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას.

05/11/2025

საჯარო მიმართვა ბიზნესომბუდსმენს!

საჯაროდ მივმართავთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ბატონ ოთარ დანელიას,

ბატონო ოთარ,

სს „სფერო ინვესტი“ პირველი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც არის საფონდო ინსტიტუციის ფლაგმანი და რომელმაც შექმნა ფულადი სახსრების მოზიდვის და კაპიტალდაბანდების განსხვავებული მოდელი, ვიდრე ეს საბანკო სესხებით სარგებლობაა. მისი პროდუქტებით წლები სარგებლობდა მოსახლეობა, გასცემდა ბანკზე მეტ სარგებელს და ქმნიდა უძრავ ქონებას მყარი კაპიტალის სახით. სწორედ ამიტომაც, სს „სფერო ინვესტი“ იქცა ქართული კომერციული ბანკების სამიზნედ, რომელთაც მასში კონკურენტი დაინახეს და დაუწყეს ბრძოლა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით. ჯერ იყო და 2025 წლის ივნისში, „თიბისი ბანკმა“ დაუხურა საბანკო ანგარიშები სს „სფერო ინვესტს“ ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე - ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე. შემდგომ, იგივე გაგრძელდა სხვა ბანკებშიც...

ანგარიშების გაუქმების გამო ფულადი მიმოქცევის შეწყვეტამ და დაინტერესებული ოპოზიციური პირებისა და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ აგორებულმა კამპანიამ, ფინანსური სირთულეების წინაშე დააყენა კომპანია. ამ მოვლენების გამო, თანხების გრაფიკით დაბრუნების ნაცვლად კომპანიას უწევს თანხების ერთიანი დაბრუნება,

პრობლემის შესახებ ვაცნობეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ მათგან არ მიგვიღია პასუხი. საბანკო ანგარიშების აღდგენის გარეშე კი შეუძლებელი იქნება კომპანიის ფუნქციონირება.

ფაქტობრივად, მიმდინარეობს ბიზნესის შევიწროება და განადგურება, რაც სს „სფერო ინვესტის“ ასობით მომხმარებელს აზარალებს. ეს მაშინ, როცა 2025 წლის ივნისამდე კომპანიის კაპიტალის ზრდა ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობდა.

გთხოვთ თქვენ თანადგომას, საკითხის კანონიერ შესწავლას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას საბანკო ანგარიშების აღდგენაზე.



სს „სფერო ინვესტის“ ადმინისტრაცია

05/11/2025

⚖️მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სს ,,სფერო ინვესტი" გირავნობის ალტერნატივის მომხმარებელზე ქეთევან კუბლაშვილზე განმარტავს, რომ აღნიშნული ქალბატონის საცხოვრებელი ბინის ქირის საფასური ერთი წლის წინასწარ ერთიანად გადახდილი იყო კომპანიის მიერ. აღნიშნული ქალბატონი და მისი ვაჟი დღემდე ბინაში ცხოვრობენ. 📌 ბინის მესაკუთრე დამატებით აგრძელებდა კომპანიასთან ქირავნობის ხელშეკრულებას საშეღავათო პერიოდზეც თანახმა იყო, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ბინა ქეთევან კუბლაშვილის ვაჟის და მისი მეგობრის მიერ გაძარცვული აღმოჩნდა მესაკუთრესთან ქირის ხელშეკრულების გაგრძელება ამ მიზეზით ვეღარ ხდება. 📣 რომ არა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედება ქეთევან კუბლაშვილის ვაჟის მიერ ქირავნობის ხელშეკრულება დამატებით გაგრძელდებოდა საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით. 📣 დეზინფორმაციაა, რომ კომპანიამ მომხმარებელს სახლი გააყიდინა და თანხა კომპანიაში შემოატანია, ასევე ის რომ დღეის მდგომარეობით ქუჩაში არის არ შეესაბამება სიმართლეს.

05/11/2025

საჯარო მიმართვა საბანკო ანგარიშების აღდგენაზე!

შპს "სფერო ინვესტმა" საჯაროდ განაცხადა, რომ 2025 წლის ივლისის თვეში მას საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა "თიბისი ბანკმა", ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე (ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის დასახელების გარეშე). "სფერო ინვესტს" არ აქვს / არ ქონია სესხი არცერთ ბანკში.
ბანკის მიერ კომპანიის ფულადი მიმოქცევის შეზღუდვამ გამოიწვია შეუქცევადი პროცესები კომპანიისთვის, რაც საბოლოოდ აზარალებს როგორც "სფერო ინვესტის" სხვადასხვა პროდუქტებით მოსარგებლე მოქალაქეებს, ასევე კომპანიას.
მივმართავთ საქართველოს ეროვნულ ბანკს და "თიბისი ბანკს", დაუყოვნებლივ აღუდგინოს წვდომა "სფერო ინვესტს" საბანკო ანგარიშებზე და მისცეს ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "სფერო ინვესტი" იძულებული იქნება დაიწყოს სამართლებრივი დავები ბანკის წინააღმდეგ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რაც დააზარალებს ქვეყნის საფინანსო სექტორს და შეამცირებს ნდობას ქართული ბანკების მიმართ.
იმედს ვიტოვებთ, ბანკები გააცნობიერებენ და გულისხმიერებით მოეკიდებიან ჩვენ მოთხოვნას!

"სფერო ინვესტის" ადმინისტრაცია.

05/11/2025

მიმართვა ტელევიზიებს და მედიასაშუალებებს…

ბანკების მიერ უკანონოდ დახურული ანგარიშების გამო სს ,,სფერო ინვესტს" კრიზისული სიტუაცია შეექმნა. შერჩევითი საბანკო პოლიტ...
05/11/2025

ბანკების მიერ უკანონოდ დახურული ანგარიშების გამო სს ,,სფერო ინვესტს" კრიზისული სიტუაცია შეექმნა. შერჩევითი საბანკო პოლიტიკის გამო ზიანი ადგება როგორც სს ,,სფერო ინვესტს" ასევე მის მომხმარებლებსა და ბენეფიციარებს.
სს ,,სფერო ინვესტი" როგორც ეროვნულ დონეზე ასევე საერთაშორისო მასშტაბით იწყებს ბრძოლას დარღვეული უფლებების აღსადგენად. სწორედ ამიტომ კომპანიამ მსოფლიო ბანკს მიმართა.

05/11/2025

📣სფერო ჰოლდინგის როლი ქართულ რეალობაში
📌 სოლიდარობის კამპანიას კიდევ ერთი კმაყოფილი ბენეფიციარი შეურთდა ✊🏻
#სოლიდარობასფეროჰოლდინგს #ფორიუ #მხარდაჭერა #სოლიდარობა #საქართველო #თბილისი #სოლიდარობასფეროს #სფეროჰოლდინგი

01/11/2025

📣 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გიზიარებთ სს ,,სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის გივი წულეისკირის სრულ ინტერვიუს, რომელიც დღევანდელ ეთერში კონტექსტიდან ,,ამოგლეჯილი" ფორმატით გავიდა

30/10/2025

ბანკების მხრიდან კომპანიის გაკოტრების მცდელობა ❗️❗️❗️

28/10/2025

‼️,,სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის ბრიფინგი

27/10/2025

⚖️სფერო ჰოლდინგის სოლიდარობის კამპანიას კიდევ ერთი კმაყოფილი ბენეფიციარი უერთდება
🔴⚫ გააგრძელე მხარდაჭერა ✊🏻
#სოლიდარობასფეროჰოლდინგს #სოლიდარობა #მხარდაჭერა #თბილისი #საქართველო #ფორიუ

Address

118 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi
0101

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 10:01
Sunday 10:00 - 10:01

Telephone

+995571908080

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sfero Holding · სფერო ჰოლდინგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Sfero Holding · სფერო ჰოლდინგი:

Shortcuts

Share