T-Re • თბილისი რეალ ისთეით

T-Re • თბილისი რეალ ისთეით ფლობ უძრავ ქონებას ან/და შენობა-ნაგებობას თბილისში?
მოგვწერე, და გაიგე რას გთავაზობს T-RE!

T-RE "თბილისი რეალ ისთეით" უძრავი ქონების დეველოპერული სააგენტოა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თბილისის უძრავი ქონების განახლებასა და გაჯანსაღებას. გაქვს მიწის ნაკვეთი თბილისში ან ფლობ შენობა-ნაგებობას რომელიც საჭიროებს განახლებას? მოგვწერე და გაიგე რას გთავაზობს T-RE დღესვე.

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა.📰 https://www...
03/11/2022

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა.
📰 https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004701-tbilisi-residential-market-monthly-watch
🔔 თვალი ადევნე "T-RE_ს და გაიგე უძრავი ქონების ბაზრის სიახლეები.

Tbilisi Residential Market: Monthly Watch

🔈 სამშენებლოდ შევძენთ მიწის ნაკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში. 📌თუ ფლობ მიწის ნაკვეთს და გსურთ მისი გაყიდვა, მოგვწერე ...
19/10/2022

🔈 სამშენებლოდ შევძენთ მიწის ნაკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში.
📌თუ ფლობ მიწის ნაკვეთს და გსურთ მისი გაყიდვა, მოგვწერე პირად შეტყობინებაში ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმულადი.
🗒https://bit.ly/32FGiUB

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა.📰 https://tbccapi...
05/10/2022

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა.
📰 https://tbccapital.ge/en/publications/all-publications/singleview/30004677-tbilisi-residential-market-monthly-watch
🔔 თვალი ადევნე "T-RE_ს და გაიგე უძრავი ქონების ბაზრის სიახლეები.

🗒T-Re (ტირე)  წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სტატიების სერიას, რომელში თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგიყვებით. "ქარვ...
30/09/2022

🗒T-Re (ტირე) წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სტატიების სერიას, რომელში თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგიყვებით.
"ქარვასლა"
🕍 შენობაში მოქმედებდა ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურული სტილით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ პერიოდის ამსახველ ფოტოებზე.
უკვე შემდგომ, ქარვასლას ჯერ რამდენჯერმე ეცვლება ფუნქცია, შემდეგ კი იწყება მოუვლელობის, გულგრილობისა და ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობის დრამატული გაუარესების ფაზა, რა დროსაც ნაწილ-ნაწილ იკარგება არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტი.

შენობა ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა და წლებია, მოიჯარეებს იცვლის, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მიაღწია ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულებისა და ფუნქციურად ხელახლა დატვირთვის ეტაპს.

შუა ბაზარი: ქარვასლების ცენტრი
კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა საუკუნის წინ ამჟამინდელზე გაცილებით ხმაურიანი იყო. ძველი თბილისის ეპოქაში შუა ბაზრის სახელით ცნობილი ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრს, რომელიც ზემო კალას ყოფდა ქვემო კალასგან.

შუა ბაზრის ასეთი დატვირთვა შემთხვევითი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ისტორიული თბილისის უმთავრესი ქუჩა იყო და საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციას. აქ მრავლად იყო დუქნები, სახელოსნოები, სამჭედლოები და სხვა ობიექტები.
სწორედ განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა იყო ადგილზე ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სასტუმრო-სავაჭრო დანიშნულების ობიექტების — ქარვასლების — დიდი ოდენობის თავმოყრის მიზეზი.

ძველი ქალაქის ყოფა უკვე ისტორიის საკუთრებაა, თუმცა აწ უკვე ყოფილი შუა ბაზრის ტერიტორიაზე შემორჩა რამდენიმე ქარვასლის შენობა, რომელთა ნაწილიც მეტ-ნაკლებ, ნაწილი კი — შედარებით სრულყოფილ წარმოდგენას ქმნის ძველი ქალაქის ცხოვრებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ობიექტის არქიტექტურასა და მის როლზე თბილისის განაშენიანებაში.

ხოჯაპარუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა: რას წარმოადგენს ის
წითელი აგურის ორსართულიან შენობას, რომელზე საუბარიც ზემოთ დავიწყეთ, ორი მფლობელი ჰყავდა: იაგორ მაისურაძე და ალექსანდრე ხოჯაპარუხოვი. არქიტექტურის ისტორიკოსის, მაია მანიას ცნობით, რომელმაც შენობის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა 2005 წელს მოამზადა, ქარვასლა 1893-1895 წლებში ანონიმმა არქიტექტორმა ადგილობრივ ოსტატებთან ერთად ააშენა.

ისტორიკოსი შენობას უწოდებს ისლამური ეკლექტიზმის ბრწყინვალე ნიმუშს, რომელსაც სამი ქუჩის შესაყარზე მდებარეობა გამოკვეთილ ურბანულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ყურადღებას ამახვილებს ქარვასლის გარე ფორმებზეც, სადაც ისლამურთან ერთად, ევროპული არქიტექტურის ნიშნებიც ჩანს. შენობის მთავარი შესასვლელის ფასადზე დატანილ ისლამურ ორნამენტში მაია მანია ქართული ხუროთმოძრვრების ნიშნებსაც ხედავს.

არქიტექტურის ისტორიკოსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “ძველი აგურით ნაგებ” სარდაფს, რომელიც ქარვასლის წინამორბედ შენობას ეკუთვნის.
🔔🔔ამ და სხვა საინტერესო სტატიების სანახავად გამოიწერეთ T-Re_ს ფეისბუქ გვერდი
#თბილისისისტორიული #შენობები

🏗 T_re-ს პროგრამა "განაახლე თბილისი გრძელდება"!📣 თუ ცხოვრობ ავარიულ კორპუსში ან იტალიურ ეზოში და ეძებ ინვესტორს თქვენი უ...
13/09/2022

🏗 T_re-ს პროგრამა "განაახლე თბილისი გრძელდება"!
📣 თუ ცხოვრობ ავარიულ კორპუსში ან იტალიურ ეზოში და ეძებ ინვესტორს თქვენი უძრავი ქონების სარფიანად დასაბანდებლად, მაშინ ეს პროეტი შენთვისაა.
✏️დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმულარი
🗒https://bit.ly/32FGiUB

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა.📰https://tbcc...
05/09/2022

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა.
📰https://tbccapital.ge/en/publications/all-publications/singleview/30004639-tbilisi-residential-market-monthly-watch
🔔 თვალი ადევნე "T-RE_ს და გაიგე უძრავი ქონების ბაზრის სიახლეები.

📣 შემდგომი ინვესტირების მიზნით შევიძენთ მიწის ნაკვეთს!❗️ თუ ფლობ მიწის ნაკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში გთხოვთ მოგვწე...
25/08/2022

📣 შემდგომი ინვესტირების მიზნით შევიძენთ მიწის ნაკვეთს!
❗️ თუ ფლობ მიწის ნაკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში გთხოვთ მოგვწეროთ ან შეავსოთ ქემოთ მოცემული ფორმულარი.
🗒https://bit.ly/32FGiUB

🗒T-Re (ტირე)  წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სტატიების სერიას, რომელში თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგიყვებით. "რუსთ...
23/08/2022

🗒T-Re (ტირე) წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სტატიების სერიას, რომელში თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგიყვებით.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი"
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე.

rustaveli_old1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .

1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა ,,არტისტული საზოგადოების სახლს” (შემდგომ რუსთაველის თეატრს). 1901წ 7 თებერვალს გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა : ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ,,საარტისტო საზოგადოებისა.” ამავე წლის 5 მარტს წარმოდგინეს ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმა.”

თუ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მსახიობთა თანავარსკვლავედი იდგა: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე და ეფემია მესხები, მეოცე საუკუნე რეჟისორ-ლიდერთა საუკუნე გახდა:

კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ,,სინთეზურ თეატრს”: სპექტაკლის იდეის გახსნას ემსახურება რეჟისურა, მსახიობთა ანსამბლი, სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია. მარჯანიშვილის სპექტაკლებმა, ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო” (1922წ.), ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში” (1923წ.), შექსპირის ,,ჰამლეტი” (1925წ.) კონსტანტინე მარჯანიშვილის ,,მზეთამზე”(1926წ.), წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის ისტორიაში.

1930 და 1933 წლის მოსკოვის გასტროლებსა და საკავშირო ოლიმპიადებში მონაწილეობამ (,,რღვევა” (1928წ.), ,,ანზორ’’ rustaveli_old2(1928წ.), ,,ლამარა” (1930წ.), ,,თეთნულდ” (1931წ.), ,,ყაჩაღები” (1933წ.) ალექსანდრე ახმეტელს და თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ,,რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობი,” – კ. ფელდმანი.

XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა ალექსანდრე ახმეტელი თანამოაზრე გუნდთან ერთად, დახვრიტეს: ივანე აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ივანე ლაღიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია. გადაასახლეს: თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინა ღვინიაშვილი.

ქვეყნისა და თეატრისათვის ურთულეს პერიოდში შ. აღსაბაძემ რუსთაველის თეატრში დადგა შექსპირის ,,ოტელო” (1937 წ.). ,,ხორავას ოტელო მხოლოდ კარგად შესრულებული როლი კი არ არის, არამედ თეატრალური მოვლენაა. . .” – ვლ. ნემიროვიჩ- დანჩენკო.

XX საუკუნის 50-იანი წლებში დიმიტრი ალექსიძე რუსთაველის თეატრში ტრადიციად ქცეული გმირულ-რომანტიკული მიმდინარეობის ერთგული დარჩა. ამ სტილის ნამუშევართა შორის გამორჩეული ადგილი სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფემ’’ და დ. გაჩეჩილაძის ,,ბახტრიონმა’’ დაიკავა.

ამავე პერიოდში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა განსხვავებული ხელწერისა და ინდივიდუალობის მქონე რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი, რომელიც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ,,შვიდკაცას” სახელით გაიცნო: მიხეილ თუმანიშვილი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. სწორედ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება მცირე სცენის გახსნა სპექტაკლით ,,ჭინჭრაქა” (1963 წ.). თუმანიშვილის სპექტაკლებმა: ი. ფუჩიკის ,,ადამიანებო, იყავით ფხიზლად” (1951 წ.), ჯ. ფლეტჩერის ,,ესპანელი მღვდელი” (1954 წ.), პ. კოჰოუტის ,,როცა ასეთი სიყვარულია” (1959 წ.),” ჟ. ანუის ,,ანტიგონე” (1968 წ.) ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.

სამოციანელთა თაობამ (რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია . . .) თეატრში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა. რობერტ სტურუას პირველი წარმატებული სპექტაკლი ა. მილერის ,,სეილემის პროცესია” (1965 წ).

70-იან წლებში გაჩნდა ცნება ,,რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი”: ,,ყვარყვარე”, (1974 წ.), ,,კავკასიური ცარცის წრე”Y(1975 წ.), ,,რიჩარდ III” (1979 წ.). რეჟისორმა ასამდე სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე, მათ შორის: ,,ხანუმა”, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, ,მეფე ლირი”, ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, ,,ლამარა”, ,,მაკბეტი”, ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, ,,ქალი-გველი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, ,,ჰამლეტი”, ,,სტიქსი”, ,,ნადირობის სეზონი”.

რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდეციაა ასახული.●იჯარის ფასის ზ...
05/08/2022

📣ტრადიციულად გიზიარებთ tbccapital_ის ყოველთვიურ რეპორტს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდეციაა ასახული.
●იჯარის ფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა ივნისის თვეში,თუმცა ის მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულს.
●ივნისის თვეში ნაძალადევის,საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი ტრანზაგციების რაოდენობა. ხოლო ყევლაზე დიდი ფასის ზრდა დაფიქსირდა ჩუღურეთში, მთაწმინდასა და გლდანის რაიონებში.
🔔 თვალი ადევნე "T-RE_ს და გაიგე უძრავი ქონების ბაზრის სიახლეები.

Tbilisi Residential Market: Monthly Watch

📣 აქციე შენი უძრავი ქონება რეალურ აქტივად!!📢 შევისყიდით მიწის ნაკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში. 💻 თუ ფლობ მიწის ნაკვე...
02/08/2022

📣 აქციე შენი უძრავი ქონება რეალურ აქტივად!!
📢 შევისყიდით მიწის ნაკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში.
💻 თუ ფლობ მიწის ნაკვეთს და დაინტერესებული ხარ მისი სარფიანად გაყიდვით?! მოგვწერეთ ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმულარი და დაელოდე ჩვენ ზარს.
🗒https://bit.ly/32FGiUB

🏘 T-RE-ს პროექტი "განაახლე თბილისი" უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით მიმდინარეობს. 🗣 თუ ცხოვრობ ავარიულ იტალიურ ეზოში, ან ...
28/07/2022

🏘 T-RE-ს პროექტი "განაახლე თბილისი" უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით მიმდინარეობს.
🗣 თუ ცხოვრობ ავარიულ იტალიურ ეზოში, ან კორპუსში რომელიც ექვემდებარება რეაბილიტაციას, ჩვენ დაგეხმარებით იპოვოთ ინვესტორი თქვენი უძრავი ქონებისთვის.
🔈დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმულარი ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!
🗒https://bit.ly/32FGiUB

🗒T-Re (ტირე)  წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სტატიების სერიას, რომელში თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგიყვებით. "ეროვ...
14/07/2022

🗒T-Re (ტირე) წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სტატიების სერიას, რომელში თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგიყვებით.
"ეროვნული სასახლე"
ეროვნული სასახლე 81 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიის შესახებ, რომელიც განთავსებულია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე არსებულ არქიტექტურულ კომპლექსში. თავისთავად შენობის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. პირველი შენობა 1802 წელს აშენდა და ამიერკავკასიის მთავარმართებლის კარლ კნორინგის რეზიდენცია განთავსდა. ის დღევანდელი სასახლის იერსახისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. 1844 წლიდან მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღებასა და მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლად დანიშვნას სასახლის არქიტექტურული იერსახის ცვლილებაც მოჰყვა.
1918-21
1918 წლის 26 მაისს, 16:50 საათზე, სწორედ გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სასახლეში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახლდათ. მან სხდომის წევრებსა და კანდიდატებს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ გააცნო, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
დამოუკიდებელი ქვეყნის დროშა სწორედ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის თავზე აღმართეს და საქართველო ოფიციალურად გამოაცხადეს დემოკრატიულ რესპუბლიკად. სასახლე ხშირად იყო მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ კულტურული ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მასპინძელი. 1918 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ცენტრად აღიარებული ქალაქის, თბილისის ამ გამორჩეულ შენობაში იზეიმეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოვლენების აღმნიშვნელი აბრა დღეს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი დარბაზის კედელს ამშვენებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციაც სასახლეში მიიღეს. ეს მოხდა 1921 წლის 21 თებერვალს, ხოლო ერთი კვირის თავზე, საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდა – 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამ დროიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობა წართმეული ქვეყნის მთავარი შენობა მაინც არ კარგავდა ფუნქციას: სასახლეში ხან რევკომი მუშაობდა, ხან ამიერკავკასიის ფედერაციული მთავრობა.
„პიონერთა სასახლე“
1937 წელს სასახლე მოსწავლეთა აღზრდის ცენტრად გადაიქცა. მისი კეთილმოწყობისთვის 15 მილიონამდე მანეთი გამოყვეს. სარეკონსტრუქციო პროექტის დამუშავება კი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ სახელოსნოს დაავალეს. პროექტს არქიტექტორი არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობდა. სასახლის სამასამდე ოთახსა და დარბაზში მოაწყეს სასწავლო კაბინეტები, ლაბორატორიები, სახელოსნოები, სპორტული და გასართობი დარბაზები. გახსნეს ლექტორიუმი, სამკითხველო დარბაზი, აღჭურვეს თეატრალური სცენა, თოჯინების თეატრი. ძველი სამეჯლისო დარბაზი ბავშვთა თეატრალური დარბაზით ჩაანაცვლეს, მეფისნაცვლის დიდი სასადილო ოთახი და მდიდრული სალონი კი ბავშვთა გასართობ და ე. წ. სარკეებიან და თეთრ დარბაზებად გადააკეთეს. 1941 წლის 2 მაისს შენობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სახელით გაიხსნა. მისი საკუთრება გახდა ბაღიც, რომელიც სასახლეს გარს ერტყა.
ეროვნული სასახლე
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეროვნულმა სასახლემ მუშაობა სკოლისგარეშე განათლების ცენტრის სახით გააგრძელა. 2015 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რომელიც აგრძელებს 80 წლიან ისტორიას და იმავდროულად წარმოადგენს თანამედროვე კულტურულ, სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ლიდერ ორგანიზაციას, რომელშიც 6-დან 26-წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად ზრდასრულებიც იღებენ განათლებას. დღესდღეობით ეროვნულ სასახლეში 3000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული.
2020 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაიწყო ეროვნული სასახლის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი, რომლის დასრულება იგეგმება 2024 წელს.

Address

45 Akaki Beliashvili Street
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when T-Re • თბილისი რეალ ისთეით posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category