+995551444441 Giorgi
ქირავდება კომერციული, საწარმოო, სასაწყობო და საოფისე ფართი - ახალაშენებული იზოლირებული შენობა. ლოგისტიკურად თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლოკაცია.
2.1 კმ მეტრო ახმეტელამდე;
3.6 კმ მეტრო სარაჯიშვილამდე;
3.7 კმ მეტრო გურამიშვილამდე;
5.3 კმ მეტრო ღრმაღელემდე;
300 მეტრი ალეკო გობრონიძის ქუჩამდე;
2 კმ თენგიზ შეშელიძის ქუჩამდე;
8.3 კმ აღმაშენებლის ხეივნამდე;
6.8 კმ თბილისის შე
მოვლით გზამდე;
11.2 კმ თბილისის გეომეტრიულ ცენტრამდე.
ეზო: 204 მ2;
შენობის მთლიანი შიდა ფართი (ორივე სართული): 834.50 მ2;
პირველი სართული: 567.18 მ2;
მეორე სართული: 267.32 მ2.
შენობა აგებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით (დაინტერესებულ პირებს გავაცნობთ დეტალებს) და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით: თბოიზოლაცია; მზის სინათლის მაქსიმალურ გამოყენება; სიგნალიზაცია; უმაღლესი ხარისხის ბეტონი, ორმაგი არმირებით, მოპირკეთებული - გათვლილია მძიმე წონის ტრანსპორტის მისაღებად, ტრაილერების დაცლა/დატვირთვაზე; დამონტაჟებულია უმაღლესი ხარისხის ელექტროობის ქსელი: თითოეულ უჯრედს ელ. ენერგია მიეწოდება ინდივიდუალური კაბელებით, რაც ყოველი უჯრედისთვის უზრუნველყოფს ნებისმიერი დატვირთვის დანადგარის ექსპლუატაციის შესაძლებლობას. მიყვანილია და მიერთებულია კომუნიკაციები (ელ. ენერგია, გაზი, ცივი და ცხელი წყალი).
შესაძლებელია ფართის მომზადება, გარკვეულწილად გადაკეთება - კლიენტთან შესაბამის პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში.
გაყიდვის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება 500 000 $-ს (დღგ-ს გარეშე) მოცულობით.