ბიზნეს კლასი . Business class

ბიზნეს კლასი . Business class 💚საინტერესო კომბინირებული გვერდი - ✅გაყიდვები საუკეთესო ფასად, ✅საინტერესო ამბები და ✅ რჩევები ყურადღება!

"ყოვლადმიდა სამების სახელობის ქართული აკადემია" გაძლევთ უნიკალურ შანსს ისწავლოთ სკოლაში, ერთდროულად მიიღოთ სკოლის ატესტატი და პარალერულად დაეუფლოთ პრესტიჟულ სპეციალობას.
დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 93 61 60 ჩვენი ვებ-გვერდი www.sameba.edu.ge

02/11/2025

შავი კარკასი 189$ !!! შეიძლება გაიზარდოს ფასი 2026-დან.

თაუნჰაუსი წავკისში ავაშენეთ. 🏠🏠🏠 შავი კარკასი 189 $ თბილისი და შემოგარენი.
31/10/2025

თაუნჰაუსი წავკისში ავაშენეთ. 🏠🏠🏠 შავი კარკასი 189 $ თბილისი და შემოგარენი.

30/10/2025

შავი კარკასი 189 დოლარი!!! გამოცდილება დიდი. ვიცავთ ვადებს და ყველა შეპირებას!!! ეს პროექტი ბევრს მოწონს. გვაქვს სხვებიც ასარჩევად!!! 🧮🏠🏢 კერძო სახლები, კორპუსები, ადმინისტრაციული და საწარმოო შენობები.

შავი კარკასი 189 დოლარი !!! თეთრი კარკასი 350 $ . გასაღების ჩაბარებით 485 $. ეს სახლი ავაშენეთ წეროვანთან
30/10/2025

შავი კარკასი 189 დოლარი !!! თეთრი კარკასი 350 $ . გასაღების ჩაბარებით 485 $. ეს სახლი ავაშენეთ წეროვანთან

წყნეთში ავაშენეთ ეს კერძო სახლი.
29/10/2025

წყნეთში ავაშენეთ ეს კერძო სახლი.

გამოცდილი და საიმედო გუნდი. ჩვენი აშენებული კორპუსი
29/10/2025

გამოცდილი და საიმედო გუნდი. ჩვენი აშენებული კორპუსი

თავდაცვის ახალი ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში 👍😁 სიმინდის ყანაში საფრთხობელად წითლად მოთხუპნული მანეკენი დაუყენებით 🤣🤣🤣🧟...
21/08/2024

თავდაცვის ახალი ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში 👍😁 სიმინდის ყანაში საფრთხობელად წითლად მოთხუპნული მანეკენი დაუყენებით 🤣🤣🤣🧟‍♂️🧟‍♂️🧟‍♂️🐍🐍🐍

  ეს ადამიანი იყო სულის სიძლიერისა და შეუპოვრობის სიმბოლო! 🙏🏻 წაიკითხე მისი საოცარი ამბავი! ნათელი მის სულს 💜💜💜👶 დაიბადა...
24/07/2024

ეს ადამიანი იყო სულის სიძლიერისა და შეუპოვრობის სიმბოლო! 🙏🏻 წაიკითხე მისი საოცარი ამბავი! ნათელი მის სულს 💜💜💜
👶 დაიბადა 1939 წელს.

👨‍🎓1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.

😔 1986 წელს, 46 წლის ასაკში დაავადდა ნაწლავების განგრენით.

👨‍⚕️1986-1987 წლებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4,25 მეტრი სიგრძის ნაწლავები.

😲 1987-1990 წლებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდი შეიმუშავა და დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი.

🏆1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში.

🚴1993 წლის 13 აგვისტოს 13 საათზე სარფიდან 54 წლის ასაკში დაიწყო მოგზაურობა ველოსიპედით.

🌍 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია.
🇦🇶 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას
📷 გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი
📹 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი
📝 შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.

😮 უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი: 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე, ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე.

ჯუმბერ ლეჟავაზე თავდასხმა მოეწყო:
😠 ადამიანებისგან - 50-მდე.
🦁 მხეცებისაგან - 15-მდე.
🌩️ მრავალჯერ თავს დაატყდა სტიქიური უბედურება.

🚓 15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა.
🏥 უბედური შემთხვევის გამო 6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
🏕️ 1000-ზე მეტჯერ გაათენა ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.

😢 გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს.

🏅დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან — „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).

🚀 ჯუმბერ ლეჟავა გახლავთ ნათელი მაგალითი იმის, რომ არასოდეს უნდა დავნებდეთ!

🤣🤣🙈
07/04/2024

🤣🤣🙈

🛑 როდესაც ბირთვული ფიზიკის უდიდესმა წარმომადგენელმა ერნესტ რეზერფორდმა სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადგინა, რომ ...
26/03/2024

🛑 როდესაც ბირთვული ფიზიკის უდიდესმა წარმომადგენელმა ერნესტ რეზერფორდმა სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადგინა, რომ ატომის ზომის 99%-ს სიცარიელე წარმოადგენს, შეძრული დარჩა. ის იმდენად შოკირებული იყო, რომ როდესაც ექსპერიმენტის მეორე დილას გაიღვიძა და ლოგინიდან გადმოსვლა დააპირა, შეეშინდა, რომ იატაკი ვერ დაიჭერდა და ისევ საბანში შეძვრა. 🤣🙏🏻❤️
🛑 მცირე ინფორმაცია დიდ მეცნიერზე: ერნესტ რეზერფორდი დაიბადა 1871 წლის 30 აგვისტოს ახალ ზელანდიაში, გარდაიცვალა 1937 წლის 19 ოქტომბერს კემბრიჯში, ინგლისში. მოიხსენიება როგორც ბრიტანელი ფიზიკოსი. 1908 წელს მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში.
🛑 თქვენს წინაშე წარმოდგენილია ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულ წყალბადის ატომის ფოტო.

✅ ეს საქართველოა! მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი ჩვენს ქვეყანაში, 100 წლის წინ ცხოვრობდა! (ოფიციალური სახელი) ფ...
18/03/2024

✅ ეს საქართველოა! მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი ჩვენს ქვეყანაში, 100 წლის წინ ცხოვრობდა!

(ოფიციალური სახელი) ფარიხან სოფიევა 1884 წელს სოფელი ყარაჯალარში გარდაბნის რაიონში დაიბადა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში გარდამავალმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმა დაიწყო, რომელიც მიმდინარეობდა მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხოლო საქართველოში რეალური ვითარება არ შეიცვალა იქამდე, სანამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევამ 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თავის მშობლიურ რეგიონში დაამარცხა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი და გახდა ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი.

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა მუსლიმმა ქალმა ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევამ პროპორციულ სიებს აჯობა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან, რასაც მაშინდელი პრესა დიდი სიხარულით შეხვდა.
როგორ მოახერხა 1918 წელს, 34 წლის მუსლიმმა ქალმა, მუსლიმი მოქალაქეების მხარდაჭერით პოლიტიკური თანამდებობის დემოკრატიული გზით მოპოვება? რა ავტორიტეტი უმაგრებდა ზურგს და რით იყო გამოწვეული მისი მსგავსი გავლენა და პოპულარობა – დღევანდელი მოქალაქისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა; მაშინ, როდესაც დღესაც, 21-ე საუკუნეშიც ჩვენი საზოგადოება დიდად არ არის განებივრებული მუსლიმი ქალების პოლიტიკური აქტიურობით.

გადმოცემით, ფარი-ხანუმი სოფიევების ძლიერი და გავლენიანი ოჯახის მესამე ქალიშვილი იყო. ოჯახში 5 ძმა იყო, თუმცა ადრეული ასაკიდანვე მათში ხელმძღვანელის და ლიდერის ფუნქცია ფარი-ხანუმმა შეიხინა. მისი სიტყვა და საქციელი იმდენად ავტორიტეტული გახდა, რომ მთელი ოჯახი მას უწევდა ანგარიშს. მალე ფარი-ხანუმის გავლენამ ოჯახის ფარგლებს გარეთ გააღწია.

დროთა განმავლობაში იგი სოფლის და მხარის აღიარებულ ლიდერად იქცა, რომელიც ძირფესვიანად ამსხვრევდა ტრადიციულ საზოგადოებაში მუსლიმი ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპს. გადმოცემით, ფარი-ხანუმი მუდამ მამაკაცების წრეში ტრიალებდა და სასოფლო საქმეებს განაგებდა. მასთან ყოველთვის დადიოდნენ რჩევის საკითხავად, იწვევდნენ სხვადასხვა დავებში შუამავლად, ტრადიცული წეს-ჩვეულებების თუ რიტუალების ხელმძღვანელად. მისი სიტყვა და საქმე გადამჭრელი იყო, იმდენადაც კი, რომ მას ტრადიციული საზოგადოების უხუცესები – “აღსაკლებიც” აღიარებდნენ და ემორჩილებოდნენ.

ფარი-ხანუმი ქველმოქმედიც იყო, მუდამ ეხმარებდა ახალდაქორწინებულ ოჯახებს და გარდაცვლილი თანასოფლელების ობლებს. ბუნდოვანი გადმოცემით, 1910-იან წლებში მას სამეურნეო ინიციატივაც წამოუწყია, რისთვისაც სესხი სახელმწიფო ბანკიდან ჰქონია აღებული. თანასოფლელები მას მიაწერენ რკინიგზის ხაზზე სადგურის მოწყობას სოფელ ყარაჯალარისათვის.

მუსლიმი ქალის “იმიჯს” ძლიერ ვნებდა ფარი-ხანუმის ჩვევა – შთამომავლების გადმოცემით იგი ჩიბუხს ეწეოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია დღესაც კი. თუმცა, ამავე დროს, ფარი-ხანუმმა ყურანის კითხვაც იცოდა და მას მუდამ იწვევდნენ რიტუალებზე წმინდა წიგნის წასაკითხად.

ოჯახის წევრების გადმოცემითი გარეგნულად იგი, საშუალო სიმაღლის, ლამაზი პირ-სახის, ქერა ქალი იყო.

ცნობილია, რომ ერობის წევრობისას მან მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას მიაღწია; ბანკიდან აღებული სესხით, სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკურმა რეჟიმმა სამაზრო თვითმმართველობები – “ერობები” გააუქმა. ფარი-ხანუმმა საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობის გზა არ აირჩია. 1920-იანი წლების ბოლოდან კი მძიმე ბედი ერგო სოფიევების ოჯახს. კოლექტივიზაციის დაწყების შემდეგ ისინი “განაკულაკეს” და ქონება ჩამოართვეს. 1937-38 წლების მასობრივი ტერორის დროს კი ფარი-ხანუმის 3 ძმა დახვრიტეს.

ძნელი სათქმელია, მასობრივი ტერორისაგან ფარი-ხანუმ სოფიევი მისმა ავტორიტეტმა დაიცვა თუ შემთხვევითობამ. ამ დროიდან მოყოლებული მისი ცხოვრების მიზანი დაობლებული ძმისშვილების აღზრდა და გზაზე დაყენება გახდა, რაც შეძლო კიდევაც, თუმცა, გადმოცემით, როდესაც ერთ-ერთი ძმისშვილი 1951 წელს ხორბლის გაყიდვის გამო დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს, ფარი-ხანუმმა ეს ამბავი ვერ გადაიტანა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფარი-ხანუმ სოფიევა 1953 (69 წლის ასაკში) გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია სოფელი ყარაჯალარში, გარდაბნის რაიონში.

2018 წლის ივნისში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ (ფარიხან) სოფიევას მემორიალი გაიხსნა.

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს კი სოფელ ყარაჯალარში ფერი ხანუმ სოფიევას მემორიალური კედლის გახსნა. ცერემონია სოფიევას სახლის ეზოში გაიმართა.

ხსოვნა-არდავიწყება იყოს ამ გამორჩეული მოღვაწისა!

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:30 - 23:30

Telephone

+995500226240

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბიზნეს კლასი . Business class posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბიზნეს კლასი . Business class:

Share

Category