30/10/2025
ევროობლიგაციების ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება.
სილქ როუდ ჯგუფის ჰოლდინგის პირველი საერთაშორისო ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ობლიგაციები გამოშვებულია 5-წლიანი ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი შეადგენს 7.5%-ს - რაც ბოლო წლებში ქართული კერძო სექტორის ემისიებს შორის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ობლიგაციების გამოშვების პროცესს ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები J.P. Morgan და UBS. ტრანზაქციის თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Oppenheimer.
"ეს ტრანზაქცია წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს როგორც სილქ როუდ ჯგუფისთვის, ასევე მთლიანად საქართველოს კერძო სექტორისთვის.
ჩვენი წარმატება ძალიან კარგი სიგნალია ქართული ბიზნესისთვის. თუ ჩვენ ეს შევძელით, სხვებიც შეძლებენ. რაც მეტი ქართული კომპანია გავა კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე, მით მეტ სიკეთეს მოუტანენ საქართველოს ეკონომიკას.
მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს J.P. Morgan-სა და UBS-ს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და ჩვენი კომპანიის მიმართ ურყევი ნდობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, თიბისი კაპიტალს, გალტ&თაგარტს, ოპენჰაიმერს და ყველა სხვა პარტნიორს". - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
ვრცლად იხილეთ: https://silkdevelopment.com/ka/article/euro-bonds
The Largest Eurobond Issuance in the History of Georgia’s Private Sector
Silk Road Group has successfully completed the issuance of USD 400 million in eurobonds - marking the largest placement ever conducted by Georgia’s private sector.
The inaugural international bonds of Silk Road Group Holding were listed on the Irish Stock Exchange. The 5-year bonds carry an annual coupon rate of 7.5%, representing the most competitive rate achieved by a Georgian private issuer in recent years.
The transaction process was jointly led by global investment banks J.P. Morgan and UBS, with TBC Capital, Galt & Taggart, and international investment bank Oppenheimer acting as Co-Managers.
“This transaction marks a turning point both for Silk Road Group and for Georgia’s private sector as a whole.
Our success is a very strong signal for Georgian businesses— if we could do it, others can too. The more Georgian companies access international capital markets, the greater the benefit to Georgia’s economy.
I would like to thank our international partners, J.P. Morgan and UBS, for their efforts and their unwavering trust in our company. My sincere thanks also go to everyone who contributed to this achievement — TBC Capital, Galt & Taggart, Oppenheimer, and all other partners.” - George Ramishvili, Founder of Silk Road Group
Read more: https://silkdevelopment.com/en/article/euro-bonds