სამი მსხვილი ქართული სამშენებლო კომპანიის გაერთიანებით 2011 წელს დაარსდა დეველოპერული კომპანია Green Wall Development. კომპანიას გააჩნია სამშენებლო სექტორში მოღაწეობის 15 წელზე მეტი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს არაერთი მსხვილი პროექტი თბილისის მასშტაბით. დღეისთვის კომპანიას ჯამურად ჩაბარებული ააქვს 120 000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი. Green Wall Development-ს გამარჯვებული აქვს არაერ
თ კერძო თუ სახელმწიფო ტენდერში. მათ შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი, მერიასთან თანამშრომლობით, დასრულდა 100 ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფით. გამოცდილი და კვალიფიციური კადრებისგან შემდგარი გუნდის ჩამოყალიბების შედეგად, კომპანიამ მოახერხა ყოველი დაწყებული პროექტის წარმატებით დაესრულება და ბინების დროულად ჩაბარებით მამხმარებელთა კმაყოფილებისა და ნდობის მოპოვება.
დღეისთვის კომპანიას დაწყებული აქვს ორი ძირითადი მშენებლობა საბურთალოს რაიონში. პროექტები ფინალურ ფაზაშია და მზადაა მომხმარებელს ჩააბაროს 12 000 მ2 ზე მეტი საცხოვრებელი ფართი. თუმცა, დღეს Green Wall Development-ის მთელი ყურადღება მიპყრობილია გუდაურში მიმდინარე მშენებლობაზე, რომელიც დაიწყო 2005 წელს და დასრულდება 2015 წლის გაზაფხულზე. პროექტი მოიცავს 9000 მ2 სამშენებლო ფართს, რომელიც გაიყიდება როგორც საცხოვრებელი ფართი და ამუშავდება როგორც სასტუმრო. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ბინების მენეჯმენტს, რაც გულისხმობს მათ სასტუმროს სახით გაქირავებას.
ყველა განხორციელებული პროექტი დასრულებულია ბანკთან თანამშრომლობით, რის საფუძველზეც Green Wall Development ფლობს კარგ რეპუტაციას ქართულ ბანკებს შორის. ისინი მზად არიან მოიძიონ საჭირო სახსრები ახალი, უფრო დიდ მასშტაბიანი პროექტებისთვის.
გუდაურში მიმდინარე მშენებლობის გარდა, კომპანია გეგმავს საკუთრებაში არსებულ 2 500 მ2 მიწის შერეული საცხოვრებელი ფართად გარდაქმნას, რომლის შედეგიც იქნება 25 000-ზე მეტი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის განვითარება. პროექტის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საცურაო აუზები, საბავშვო ბაღი, ფიტნეს ცენტრები და სხვადასხვა გასართობი თუ დასასვენებელი ობიექტები.
კომპანია ფლობს 22 000 მ2 მიწის ნაკვეთს ოქროყანაში უამრავი ბუნებრივი ჩანჩქერითა და სხვა ბუნების საოცარი სილამაზით. კომპანია გეგმავს ამ ფართობზე თანამედროვე ექსტრა კლასის ვილების მშენებლობას, რომელიც იქნება ნაჯერი ბუნებისა და არქიტექტურის ჰარმონიული შეხამებით. ეს სამოთხე განთავსებული იქნება მხოლოდ 5-10 წუთის გზაზე თბილისის გადატვირთული ქუჩებიდან.
დასაწყისიდ მოყოლებული კომპანიამ მოახერხა საკმარისი კაპიტალის მოგროვება იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიიდან ჩამოყალიბდეს ქართულ ბაზარზე წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია.