22/12/2025
იორკ ჰოლდინგ გრუპი აცხადებს საგანმანათლებლო მხარდაჭერის ინიციატივას და მზად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფინანსოს სტუდენტები, რომლებიც ფინანსური სირთულეების გამო ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას.
დაფინანსება განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, რომლებიც 2025-2026 სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრის მდგომარებით აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
🔶აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3,5);
🔶აქვთ მინიმუმ 50% ან/და 70% გრანტი;
🔶აქვთ ფინანსური სირთულეები და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გამოაგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნიშნების ფურცელი, ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გრანტის ოდენობის მითითებით) და დამატებით გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია 2025 წლის 22 დეკემბრის (ორშაბათი) 18:00 საათამდე შემდეგ მეილზე: 📩[email protected]
გისურვებთ წარმატებებს!