რენტალსი უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში მომხმარებელს დახმარებას უწევს ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართების გაქირავება/გაყიდვა. ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო და იქნება ჩვენი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, დიდი ყურადღებითა და მონდომებით ვეკიდებით თითოეული კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, სიამოვნებით ვიღებთ გამოწვევებს და თავდადებით ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
ვამაყობთ, რომ არსებობის ისტორიაში კონსულტაცია და მომსახურება გავუწიეთ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ბრაზილიის, იაპონიის, ლატვიის, ესტონეთის, ერაყის საელჩოები საქართველოში, ასევე, მსოფლიო ბანკი, გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი, USAID, BP, GIZ, IMF, UNDP და სხვა.