არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანია "DEVI"
პროდუქტი
პირველად თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა ორი იდენტური ნაგებობა ე.წ. “კანადური ტექნოლოგიით,” რომელიც ძალზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში ფართო გავრცელება ჰპოვა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში. მისი პოპულარობა განპირობებულია ახალი სამშენებლო მასალით (რომელიც შედგება ორიენტირებული ორ ბურბუშელ
ოვან ფილას შორის, ძალზე დიდი წნევით ჩაპრესილი უწვადი პოლისტიროლით. რის შედეგადაც მიიღება მყარი კონსტრუქციული ფილა (SIP)). მშენებლობის ნორმების მიხედვით, დატვირთვის ქვედა ზღვარი 350 კგ-ია 1კვ. მ-ზე. ფილა (SIP) 6-ჯერ უფრო გამძლეა და უძლებს 2 ტონამდე დატვირთვას, ხოლო ვერტიკალურ დატვირთვაზე, ერთი გრძივი მეტრი კედელი უძლებს 10 ტონა დატვირთვას. ამ მასალით აშენებული ნაგებობები ძალზედ თბილია ზამთარში და გრილი ზაფხულში. შესაბამისად შენობა მოითხოვს 7-ჯერ ნაკლებ ენერგო რესურსებს. შენობის სიმსუბუქის გამო (10-ჯერ მსუბუქი აგურის სახლზე) ნაგებობა არ ითხოვს მძიმე საძირკვლებს. თიხოვან ან ჭაობიან ნიადაგზე შენობა შესაძლებელია განთავსდეს მსუბუქ ხიმინჯოვან საყრდენებზე. ნესტ-გამძლეა და ეკოლოგიურად საიმედო, რადგან ფიჭვოვანი ბურბუშელოვანი ფილები შეკრულია თავისივე წებოვანი ნაჟონი ფისით. შენობები გათვლილია 9 - ბალიან მიწისძვრაზე. პანელები შეკავშირებულია პანელის ფოსოსა და ხის კოჭების მეშვეობით.
ამ ტექნოლოგიით მშენებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია მანსარდებისა და კაპიტალური დაშენებებისთვის.
მომსახურება
ჩვენ ვაწარმოებთ და ვაშენებთ 4 სართულამდე საცხოვრებელ, სასტუმრო და სხვა სახის საზოგადოებრივ შენობებს, ტიპიური და ინდივიდუალური პროექტებით, ასევე დამკვეთის მიერ წარმოსახული პროექტის მიხედვით, სათანადო ტექნოლოგიური გადამუშავების შემდგომ. გარანტია ნაგებობის გამძლეობის შესახებ 100-წლიანია, რასაც ადასტურებს 1950-იან წლებში ნაგები შენობის ლაბორატორიული ანალიზი. შენობა გარდა ბუნებრივი მასალის ანტიკოროზიული დაცვისა, შეიძლება გაილესოს პლასტიკის ბადის დადების შემდეგ ან შეიფუთოს როგორც ხის, ისე მეტალის ზოლოვანი მასალით ან მოპირკეთდეს ნატურალური ქვით, აგურით და სხვ.
საშუალო ზომის სახლის (100 კვ.მ) მშენებლობა შავი კარკასის მდგომარეობაში ნულოვანი ნიშნულიდან 21 დღეში ხორციელდება, საძირკველის მოწყობის დამთავრების დღიდან, დამკვეთის თუ ფირმის ძალების მეშვეობით.
საორიენტაციო ხარჯები
1. საბაზო ტიპიური სახლის კომპლექტი საწყობიდან შეადგენს 190 აშშ დოლარის ექვივალენტს შენობის 1 კვ.მ მოშენების ფართიდან (პანელები, კოჭები, დგარები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები). კომპლექტაციას მოყვება სრული პროექტი და მუშა ნახაზები.
2. კომპლექტაციის მოწოდება და შავი ანუ ძალოვანი კარკასის მონტაჟი (მოსალოდნელი ვადა 21 დღე) - 250 აშშ დოლარიდან.
3. თეთრი კარკასი - გარე მოსაპირკეთებლი სამუშაო დამკვეთის სურვილის მიხედვით სხვენის ფენილის გადახურვით, საწვიმარი მილებისა თუ მოაჯირების კარ-ფანჯრისა და გარე კიბეების მოწყობით, ელექტროგაყვანილობით, - 320 აშშ დოლარიდან. ფასი დამოკიდებულია მასალების გამოყენების კლასიფიკაზციაზე.
4. შიდა სამუშაოების მოწყობა ან სამუშაოების ნაწილობრივი გამიჯვნა.
5. გარე კომუნიკაციები და კეთილმოწყობა დამკვეთის პრეროგატივაა და შეადგენს ხელშეკრულების ცალკე საგანს.
ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ ობიექტის განთავსებას ადგილზე, დამკვეთთან ერთად ვქმნით პროექტს და ვანხორციელებთ. ვეხმარებით პროექტის დამტკიცებაში. გვაქვს პირველი კლასის პროექტები, ანუ ნაგებობები 60 კვ.მ-მდე.
კომპანიის სახელით გისურვებთ წარმატებას!
ტელ: 2 25 03 57
მობ: (+995 ) 555 95 55 00 ან (+995 ) 599 73 01 95
მის: ი. ჭავჭავაძის პრ. 51