11/08/2026
სასტუმრო Gladius Inn-ის ივლისის დატვირთულობამ 81% შეადგინა
შედეგი, რომელიც სასტუმროს მზარდ მოთხოვნასა და პროფესიული მართვის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
ძველ თბილისში მდებარე ბუტიკ-სასტუმრო Gladius Inn აერთიანებს გამორჩეულ არქიტექტურას, კომფორტულ გარემოსა და პერსონალიზებულ მომსახურებას.
81%-იანი დატვირთულობა მნიშვნელოვანი შედეგია როგორც სასტუმროს გუნდის მუშაობისთვის, ისე Kedaro Group-ის მიერ განხორციელებული მართვის სტრატეგიისთვის.
„ჩვენთვის ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის სტუმრების ნდობასა და გუნდის ყოველდღიურ მუშაობას ასახავს. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარსა და პარტნიორს მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს მენეჯმენტ-კომპანიის დირექტორი ეკატერინე ჭიღლაძე.
ცნობისთვის, Kedaro Group-მა სასტუმროს მენეჯმენტი ივნისის თვიდან გადაიბარა და პირველივე თვეს 62%-იანი დატვირთულობა დააფიქსირა.