ყაზბეგის 32ა - Kazbegis 32a

Directions

ყაზბეგის 32ა - Kazbegis 32a ყაზბეგის 32ა-ს მხარდასაჭერად!

‼️კომპანია "სქაი რეზიდენსი" არეპორტებს ჩვენს გვერდზე დადებულ მათ სარეკლამო პოსტს, რომელიც არის ტყუილზე დაფუძნებული და სა...
27/11/2024

‼️კომპანია "სქაი რეზიდენსი" არეპორტებს ჩვენს გვერდზე დადებულ მათ სარეკლამო პოსტს, რომელიც არის ტყუილზე დაფუძნებული და საპასუხო ფაქტებით გაჯერებული. გვარეპორტებს მიზეზით თითქოსდა მათი საავტორო უფლებები ირღვევა. თუმცა, სინამდვილეში, ეს პოსტი ემსახურება არა საავტორო უფლებების დარღვევას, არამედ ალ. ყაზბეგის N32ა-ში მცხოვრები დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ნგრევის საფრთხის ქვეშ არიან, კომპანიის მიერ წარმოებული მშენებლობის გამო‼️

‼️ჩვენს პოსტში ასახული ინფორმაცია ეფუძნება საექსპერტო დასკვნებს და კვლევებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი რეკლამა და ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ტყუილებზეა აგებული‼️

‼️ჩვენს გვერდზე ხელმისაწვდომია ყველა საექსპერტო დასკვნა, მათ შორის მათ მიერ მშენებლობის დაწყებამდე წარმოებული, სადაც წერია, რომ ალ. ყაზბეგის N32ა-ს კორპუსს არანაირი პრობლემა არ გააჩნდა მშენებლობის დაწყებამდე. ჩვენი გვერდი არის გამჭვირვალე და ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია‼️

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენსმა" მისივე მშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. კომპანი...
26/11/2024

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენსმა" მისივე მშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. კომპანია მოითხოვს, რომ ყაზბეგის N32ა-ს მაცხოვრებლებმა ხელი არ შეუშალონ მშენებლობის პროცესს. სწორედ იმ მშენებლობის, რომელიც ამ ადამიანების და მათი ოჯახების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და აზიანებს მათ საცხოვრებელ კორპუსს‼️

🚫დღეს, 3 საათზე, პოლიციამ ყაზბეგის გამზირის 32ა-ს მაცხოვრებლები დაკითხა. პოლიციელი ნინო ვეკუას განცხადებით, გამოძიება მოქალაქეების წინააღმდეგ ჯერ არ არის დაწყებული.

📢ყაზბეგის N 32ა-ს მაცხოვრებლებმა პოლიციაში იგივე განაცხადეს, რაც წარადგინეს პროკურატურასა და სახალხო დამცველთან, და დამატებით აღნიშნეს:

✔️საქმე არის შეტანილი საქალაქო სასამართლოში;

✔️მუნიციპალურმა ინსპექციამ დაავალა სამხარაულს დაჩქარებული წესით ჩაეტარებინა ქალაქ თბილისში ალ. ყაზბეგის 32ა-ში მდებარე კორპუსის დეტალური გამოკვლევა-შესწავლა, დაედგინა დაზიანების ხარისხი და გაეცა რეკომენდაციები შენობის გამაგრებასთან დაკავშირებით.

🆘❌სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენს"-მა კიდევ ერთ დაშინების მცდელობას მიმართა ‼️❌🆘კომპანიის მიერ დაზარალებული მოსახლეობ...
26/11/2024

🆘❌სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენს"-მა კიდევ ერთ დაშინების მცდელობას მიმართა ‼️

❌🆘კომპანიის მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რის შედეგადაც დღეს 3 საათზე დაიბარეს დაზარალებულები განყოფილებაში.

‼️დეტალებს გაგაცნობთ მოგვიანებით, პოლიციაში მოსახლეობის მისვლის შემდგომ‼️

‼️შეგახსენებთ, სქაი რეზიდენსის მშენებლობამ დააზიანა მათი საცხოვრებელი კორპუსი, იმდენად რომ არსებობს ნგრევის ძალიან დიდი საშიშროება, ამას ადასტურებს არაერთი დასკვნა, რომელსაც ყურად არ იღებს კომპანია და ნაცვლად პრობლემის აღმოფხვრისა, უსწორდება მოსახლეობას დაქირავებული ზონდერებით, მუქარით და დაშინებით‼️

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენს"- მა ყაზბეგის N32ა-ს  მაცხოვრებლებს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა, მოითხოვ...
20/11/2024

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენს"- მა ყაზბეგის N32ა-ს მაცხოვრებლებს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა, მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება მათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში მიმართვით.

‼️მოსახლეობამ მუქარის საპასუხო წერილი გაუგზავნა კომპანიას, რომლის მიხედვით, მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მანამ, სანამ:

❗️არ შეფასდება "ყაზბეგის 32ა"-ს შენობის დაზიანების ხარისხი
❗️არ ჩატარდება შენობის გამაგრების სამუშაოები
❗️არ დადასტურდება ექსპერტიზით, რომ მშენებლობის გაგრძელება აღარ შეუქმნის საფრთხეს მათ შენობას და მაცხოვრებლების სიცოცხლეს

‼️მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ ეს პირობები შესრულდება და ექსპერტიზა დაადასტურებს უსაფრთხოებას, მათ აღარ ექნებათ პრეტენზია მშენებლობის გაგრძელებაზე.​​​​​​​​​​​​​​​​‼️

18/11/2024

❌კომპანია "სქაი რეზიდენსი"-ს ტყუილზე დაფუძნებული ახალი სარეკლამო რგოლი.

‼️კომპანიის მშენებლობიდან 13 მეტრში მდომ 12 წლის აშენებულ კორპუსს, რომელსაც არანაირი პრობლემა არ გააჩნდა "სქაი რეზიდენსი"-ს მშენებლობის დაწყებამდე, დღეის მდგომარეობით მინიჭებული აქვს ავარიულობის II-ე კატეგორია, კორპუსი ინგრევა მათ მიერ კანონდარღვევით წარმოებული მშენებლობის გამო‼️

❌მშვიდი და დაცული გარემო ვერ იქნება იქ სადაც, მეზობლად მდგომი კორპუსი ინგრევა‼️

‼️ "სქაი რეზიდენსი" არის უპასუხისმგებლო სამშენებლო კომპანია, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას არაფრად აგდებს‼️

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენსი" საკუთარი ქმედებით არღვევს ყაზბეგის გამზირი N32ა-ს მაცხოვრებლების უფლებას, საფრთხე...
18/11/2024

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენსი" საკუთარი ქმედებით არღვევს ყაზბეგის გამზირი N32ა-ს მაცხოვრებლების უფლებას, საფრთხეს უქმნის 132 ოჯახის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას!

🚫კომპანიამ მოსახლეობას მუქარის შემცველი წეტილი გაუგზავნა, რომელსაც პასუხობს მოსახლეობა⤵️⤵️

🔴"ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში ვიცავთ რა ჩვენი სიცოცხლის უფლებას! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენებას „წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შევიკრიბოთ“, გამოვხატოთ პროტესტი და მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ იმაზე რაც ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უშლის ხელს!"

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენს"- მა ყაზბეგის N32ა-ს  მაცხოვრებლებს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა, მოითხოვ...
14/11/2024

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენს"- მა ყაზბეგის N32ა-ს მაცხოვრებლებს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა, მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება მათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში მიმართვით.

❌🆘სამშენებლო კომპანია "სქაი რეზიდენსი" უგულებელყოფს მოსახლეობის წინაშე არსებულ საფრთხეებს.

🚫2024 წლის 4 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გაგზავნილი წერილი ადასტურებს, რომ მთავრობამ აღიარა ალ. ყაზბეგის N32ა-ს კორპუსის ავარიულობა და მისი გამაგრების აუცილებლობა.

✔️წერილში სამსახური მოითხოვს, რომ ბიურომ გადაუდებლივ შეისწავლოს შენობა და მისცეს რეკომენდაციები გამაგრებასთან დაკავშირებით.

⚠️კომპანია "სქაი რეზიდენსი"-ს უკანონოდ წარმოებული მშენებლობის უმძიმესი შედეგები ალ.ყაზბეგის N32ა-ს კორპუსის ავტოფარეხში‼...
11/11/2024

⚠️კომპანია "სქაი რეზიდენსი"-ს უკანონოდ წარმოებული მშენებლობის უმძიმესი შედეგები ალ.ყაზბეგის N32ა-ს კორპუსის ავტოფარეხში‼️

08/11/2024

❌⚠️ ალ.ყაზბეგის N32ა-ს მოსახლეობა საფრთხეშია‼️

❗️ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია
❗️წარდგენილია სრული დოკუმენტაცია
❗️3 დასკვნა ადასტურებს:
12-წლიანი შენობა ავარიულია და
არსებობს ჩამონგრევის ძალიან მაღალი რისკი.

⚠️ მიუხედავად ამისა, ბიზნეს ინტერესები მოსახლეობის უსაფრთხოებაზე წინ დგას! მერი, გამგეობა ყურს არ იბერტყავს და გამწარებულ მცხოვრებლებს აქეთ სდებს ბრალს პოლიტიკურ სპეკულაციებში და შანტაჟში❗️

🆘 ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება!
🙏 გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი!

07/11/2024

❌კომპანია "სქაი რეზიდენსი"-ს მშენებლობით გამოწვეული ბზარები, რომელიც დღითიდღე იზრდება‼️

🆘უკანონო მშენებლობამ გამოიწვია ყაზბეგის N32ა-ს კორპუსის მეორე კატეგორიის ავარიულობა, რასაც ადასტურებს არაერთი კვლევა‼️

❌მოსახლეობა ითხოვს კორპუსის სათანადო გამაგრებას‼️ რაზეც რეაგირება არ აქვს მთავრობას‼️

❌გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა‼️

Address

ალ. ყაზბეგის 32ა
Tbilisi
032

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყაზბეგის 32ა - Kazbegis 32a posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category