A&D Georgia / არქიტექტურა და დიზაინი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • A&D Georgia / არქიტექტურა და დიზაინი საქართველო

A&D Georgia / არქიტექტურა და დიზაინი საქართველო ჩვენი გვერდი გთავაზობთ საინტერესო მასალასა და სტატიებს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში.

არქიტექტურული სცენოგრაფიის ძალა ✨✨✨ძველებურ ქალაქ ჩჟუნშანში ძალიან ბევრია მცირე და დიდი სანათების მწარმოებელი. ბიზნესისა...
29/01/2021

არქიტექტურული სცენოგრაფიის ძალა ✨✨

✨ძველებურ ქალაქ ჩჟუნშანში

ძალიან ბევრია მცირე და დიდი სანათების მწარმოებელი. ბიზნესისათვის რთულია გამორჩეული იყოს სივრცეში, სადაც 3600 მაღაზია ერთმანეთის კონკურენტია ერთსა და იმავე სფეროში. არქიტექტურული სცენოგრაფია სთავაზობს უნიკალურ სტარტეგიას დასამახსოვრებელი და ეფექტური ბრენდინგისათვის. საგამოფენო სივრცეში Green Leopard Lighting იატაკი მწვანე ფრად შეღებილი ფისისგანაა დამზადებული და წყლის აჩრდილს ჰგავს და გადაძახილი აქვს სახელწოდებასთან. თავად ოთახი წარმოადგენს გეოლოგიურ გამოკვლევას პროექტირებად ფორმებში, რომელსაც, როგორც კრისტალებს გამოქვაბულში, ხაზს უსვამს სხვადასხვა ნათურები, რომლებიც სტრატეგიულად არის მიმართული სინათლისა და ჩრდილების ურთიერთქმედებისაკენ. ამ ყველაფრის შედეგი შეუდარებელი სცენოგრაფიული სივრცეა, რომელიც ბრენდსა და პროდუქტს აკავშირებს.

✨ალ მუსალლა - მეჩეთი ალ ხოსნის რაიონი

ალ მუსალა რელიგიური კომპლექსია, რომელიც აგრეთვე ფორტ კასრ ალ ხოსნის - აბუ დაბის ყველაზე ძველი ნაგებობის აღორძინების გეგმის ნაწილია. იგი მე-18 საუკუნეში აშენდა და მისი დანიშნულება იყო სუფთა წყლის დაცვა, იმ დროს როდესაც ქალაქში წყალი უფრო და უფრო ინფიცირდებოდა. ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე , სამლოცველო ოთახები დაყოფილია ერთმანეთთან დაკავშირებული მცირე შენობების სერიად, რომლებიც კლდეების მსგავსად აღმოცენებულია წყლიდან. მისი არასწორი გეომეტრიული ფორმები მიმდებარე ლანდშაფტებზე განლაგებულ ბზარებს ჰგავს, ეს ხაზს უსვამს ქალაქის ისტორიასა და ფუნდამენტში წყლის მნიშვნელობას.

ზემოაღნიშნული მოტივები მთელი შენობის ინტერიერს გასდევს, ჭერთან შეკიდული ექვსკუთხა და და ხუთკუთხა ფორმების ნაწილი ამოკვეთილია ფანჯრებად, დანარჩენი დახურულ სივრცეებს ქმნის, რომლებიც არქიტექტურულ სკალაქტიდებს ჰგავს. ამავე დროს დიზაინი გაურბის გამოქვაბულებთან პირდაპირ პარალელებს, დაკიდული სანათების მეშვეობით იქმნება აბსტრაქტული თანავარსკვლავედები. სცენოგრაფიული არქიტექტურა სულიერ გამოცდილებაში ჩაძირვის საშუალებას იძლევა.

✨რიჩარდ გილდერის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ცენტრი

ნიუ იორკის ისტორიის მუზეუმი ყოველთვის იყო ელექტრული შენობა, რომელმაც თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაში გადაიტანა უამრავი მიშენება, რესტავრაცია და რეკონსტრუქცია. უკანასკნელი დამატება ძალიან დროული აღმოჩნდა და მიმართულია მეცნიერებისა და საზოგადოების ურთიერთობის განახლებისკენ. სტუდია Gang დიზაინის შემუშავებისას მიმართავდა ბუნებრივ პროცესებს. მრავალი ისტორიული აღორძინებისაგან განსხვავებით, ახალი შენობა უპირატესობას მარადიულ არქიტექტურულ სცენოგრაფიას ანიჭებს.
ტექსტურული, დახრილი ხაზებით დამუშავებული შიდა და გარე კედლები შედგება სქელი, ფერმკრთალი ბლოკებისგან და გეოლოგიურ ფორმირებას უფრო ჰგავს, ვიდრე არქიტექტურულ დიზაინს. ეს მიდგომა განაცხადებს მუზეუმის შიდა სივრცის არსს და მიმართულია იმერსიული, სცენოგრაფიული გარემოს შექმნისაკენ, რომელიც მნახველებში კვლევის სურვილს აღძრავს.

✨ სასტუმრო ისლანდიაში

ისლანდიის ჩრდილოეთ მხარეს, ლავურ მინდორში განლაგებული თვალწარმტაცი სასტუმრო, სასტუმრო სთავაზობს დასვენებას სტუმრებს, რომლებსაც სურთ ყოველდღიურობისგან განტვირთვა და ბუნების წიაღში ჩაძირვა. ამ შემთხვევაში არქიტექტურული სცენოგრაფია ეს არის მგზავრობა დაკლაკნილი გზებით, რომლებიც კლდოვან, ორპირი ქარების წიაღში მოქცეულ ლანდშაფტზეა გაშლილი, და მიემართება მეტალის გუმბათების წყობისაკენ, რომლებიც ესთეთიკის მისტიურ პეიზაჟს ხატავენ. მეტალის ფასადი იჭერს შუქრჩდილების ოდნავ ცვლილებასაც კი და კოსმოსური ხომალდის შთაბეჭდილებას ქმნის. პატარა ბილიკები იშლება და მთავარი სახლიდან კერძო პატარა სახლებამდე გადის, რომლებიც მინდორზეა გადაშლილი. ინტერიერის დიზაინი შეიცავს ძალიან ბევრ ბუნებრივ ელემენტს, რომელიც გარემოსთვის ორგანული და დამახასიათებელია.

არქიტექტურული სცენოგრაფიის ძალა ✨✨არქიტექტორები არქიტექტურულ სცენოგრაფიას კონცეპტუალურ ინსტრუმენტად იყენებენ, რათა შექმნ...
29/01/2021

არქიტექტურული სცენოგრაფიის ძალა ✨✨

არქიტექტორები არქიტექტურულ სცენოგრაფიას კონცეპტუალურ ინსტრუმენტად იყენებენ, რათა შექმნან შემოქმედებითი გარემო გონების ტრანსპორტირებისათის.
სცენოგრაფია მძლავრი არქიტექტურული მიდგომაა, რომელიც თითქოსდა მისტიურ სამყაროსთან გაერთიანებს.

ჩვეულებისამებრ, სცენოგრაფია ასოცირდება თეატრის ესთეთიკასთან, ან საგამოფენო სივრცეებთან. თავისი არსით სცენოგრაფია, სივრცითი ხელოვნებაა, სადაც სხვადასხვა ხელოვნების დისციპლინები ერთიანდება, გამოგონილი და მისტიური სივრცეების გასაერთიანებლად. ასეთი გადატანითი შეგრძნებები არ არის დაკავშირებული ყოველდღიურობასა და რუტინასთან, არამედ ეს გარკვეული გაქცევის ფორმაა ნაყოფიერი და შემოქმედებითი არეალებისაკენ.

A+ Award - ის მიერ დაჯილდოვებული პროექტები სწორედ ასეთ შთამბეჭდავ სივრცეეებს ქმნიან.

✨პეკინის დასინის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტი წარმოადგენს რიგი გამოწვევების ვიზუალიზაციას, ისეთი როგორიცაა, ყოფის ტიპიური ხაფანგების ან ტრანზიტული კვანძების დაძლევა, რომელიც არასოდეს იქნება დანიშნულების პუნქტი. სწორედ ამიტომ ზაჰას არქიტექტურული სცენოგრაფიის გამოყენება შეუდარებელია.
ცენტრალური შიდა ეზო ტრადიციული ჩინური სივრცის დაგეგმარების ოდაა, მის გარშემო შექმნილი დიზაინის თითოეული ასპექტი, ემსახურება იმას, რომ მგზავრებმა ინტუიციურად აღიქვან სივრცე, სადაც გადაადგილდებიან და ამავდროულად, ეს ასპექტები დასამახსოვრებელი ვიზუალური განაცხადია.
მრავალდონიანი სივრცე შედგება ექვსი გლუვი ფორმისგან, რომლებიც ცენტრალური სივრციდან გამომდინარეობს და განლაგებულია ხაზოვანი სინათლის ლუქების ქვემოთ. თავად სახურავი მიწიდან ამოდის და 100 მეტრის სტრუქტურულ ღიობებს ქმნის, რომლებიც , მთლიანი სივრცის გამდინარების მაქსიმიზაციას ახდენს, რითაც გადატვირთვას ამცირებს, და ამავე დროს უზრუნველყოფს სივრცის შემდგომი რეკონფიგურაციის შესაძლებლობას.
შესანიშნავი ხვეულები ავსებს დიზაინს არა მხოლოდ სტრუქტურულად, არამედ ესთეტურადაც, მაღალკონტრასტული შავი და თეთრი ესთეთიკა სიგლუვის მოძრავ მოტივს უსვამს ხაზს.

✨სუვენირების მაღაზია კატარის ნაციონალურ მუზეუმში

დალ ალ-მისფირ (სინათლის გამოქვაბული) ფოსფორის დიდი გამოქვაბულია, ღრმა შიდა სტრუქტურით. იგი პირდაპირ კატარის შუაგულშია განლაგებული. ეს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, ცნობილია თავისი მთვარის ნათებით, რომელსაც თაბაშირის კრისტალები ასხივებს. ეს ადგილი იქცა ინსპირაციად კატარის ნაციონალური მუზეუმში სუვენირების მაღაზიის დიზაინერისათვის. ტრიდე მოდელირების საშუალებით 40 000 ცალკეული ხის დამუშავებული და მოხრილი დეტალი შეიქმნა ხის ჩაღრმავებული გროტოს შესაქმნელად. თითოეული დეტალი უნიკალურია და პროფესიულ აწყობას საჭიროებს, ეს პროცესი იტალიელმა კლაუდიო დევოტომ გუნდთან ერთად ითავა.
მათი შრომის შედეგი რთული სცენოგრაფიული სივრცეა, რომელიც შლის საზღვრებს არქიტექტურასა და ბუნებას შორის, ტრადიციასა და ინოვაციას შორის. აღვიძებს აღმოჩენის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება იქნას გადმოტანილი საგამოფენო სივრცეში.

✨EKH ბავშვთა ჰოსპიტალი

ჰოსპიტალი არის ადგილი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ემოციურ კლიმატს ქმნის როგორც პაციენტებისთვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ტაილანდში აშენებული საავადმყოფო ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მისი სცენოგრაფიული გარემოს მიზანია შემოიტანოს სიმშვიდე და სიამოვნების შეგრძნება. უზარმაზარი გორაკი ჰოლში უკვე ქმნის სივრცისადმი შესაბამის მოლოდინებს. მულტფილმური, ღრუბლებით დაფარული საცურაო აუზი ფანჯრიდანვე ჩანს. თითოეული მოსაცდელი ზონა საავადმყოფოში გამოიყურება, როგორც სათამაშო მოედანი. იდეალური გეომეტრიული ფორმები სპეციალურადაა უგულებელყოფილი, დიზაინის თითოეული ასპექტი კარის ღიობებიდან დაწყებული მოსაცდელ ადგილებით დამთავრებული, მიზანმიმართულადაა ფორმირებული მოხრილი ფორმებითა და მორგებულია საბავშვო მასშტაბს. ფერთა გამა პასტელურ ტონალობებშია გადაწყვეტილი, რაც სივრცეს უფრო მყუდროს ქმნის.

✨ნიგერი ნიამეის მემკვიდრეობა

"ნიგერის მემკვიდრეობა „ საერთაშრისო მცდელობაა, რომელიც მიმართულია ნიგერის მდიდარი კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებისკენ მისი ფასდაუდებელი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური საგანძურების დემონსტრირების გზით. ამ მიზნისათვის აშენებული მუზეუმი გადაწყვეტილია სოფლის ვიზუალში ნიგერის ისტორიისა და ფესვების გამო. თითოეული გალერეა წარმოადგენს უნიკალურ ობიექტს, რომელიც გვაგონებს გასული საუკუნეების მიწის შენობას. კოლექციებამდე მისაღწევად დამთვალიერებლებმა უნდა გაიარონ მცენარეების ბუნებრივი საფარი და მდინარე. ეს აძლიერებს ბუნების შეგრძნებას გალერეაში.

✨ 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული პროექტისტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და სანაპიროსათვის ახალი სიც...
06/01/2021

✨ 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული პროექტი

სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და სანაპიროსათვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის მიზნით ბელოიტის კოლეჯმა Studio Gang-თან თანამშრომლობით მიტოვებული ელექტროსადგური, რომელიც მდინარე როკის პირას მდებარეობს სტუდენტურ სივრცედ გადააკეთა.

დიზაინში შენარჩუნებულია განსაკუთრებული არქიტექტურული შტრიხები და ინდუსტრიული ნაგებობის აღჭურვილობა. ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დაპროექტებულია სტუდენტური სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს მეცადინეობა და ურთიერთობა შეუძლიათ.

175 მეტრიანი დაკიდული ტრასა შენობის ყველა ეპოქის დათვალიერების შესაძლებლობას იძლება. სამზოლიანი ტრასა გადის შენობის ყველა ნაწილში, მათ შორის ფიტნეს ცენტრში, შეჯიბრებისათვის განკუთვნილ რვაზოლიან აუზზე, სტუდენტურ სივრცეებში, კაფეტერიაში.

დამატებით სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტური დასვენების ოთახებითა და საკონფერენციო დარბაზებით. აგრეთვე ელექტროსადგურში განლაგებულია საკონფერენციო დარბაზიც.

თითქმის ასწლიანი შენობის რეკონსტრუქცია რიგ პრობლემებთან იყო დაკავშრებული, მათ შორის ენერგიის ეფექტურ გამოყენებასთანაც. ახალი საიზოლაციო სისტემა აკონტროლებს დენის ხაზებს შენობის ისტერიულ ნაწილებში, ხოლო პოლიკარბონატის ფასადი განაპირობებს სითბოს შენობის უფრო თანამედროვე ნაწილში, ამას გარდა ანაწილებს სინათლეს შენობაში.

პანელებიზ სისტემა იყენებს მდინარის ენერგიას ბევრი ენერგეტიკური პროცესისთვის, როგორიცაა გათბობა და გაგრილება.

შენობის შიგნით არსებული კომფორტი და ჰაერის სისუფთავე შენობის კიდევ ერთი უპირატესობა.

ახალი საფეხმავალო ხიდი აერთიანებს კოლეჯის კამპუსსა და ელექტროსადგურს, აგრეთვე, მიმდებარე პარკებსა და სარბენ ბილიკებს.

დღესდღეობით ძველი ელეტროსადგური ქალაქში საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია.

ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 3.იმისათვის რომ, თავი ვიგრძნოთ დაცულად და კომფორტულად, საჭიროა სწორად დავგეგმოთ ჩვენი სივრცედახ...
09/10/2020

ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 3.

იმისათვის რომ, თავი ვიგრძნოთ დაცულად და კომფორტულად, საჭიროა სწორად დავგეგმოთ ჩვენი სივრცე

დახურული და ღია სივრცეები - სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანებს სხვადასხვა ტიპის სივრცეები სჭირდებათ. ღია სივრცეში სურთ ყოფნა მაშინ, როდესაც მეგობრების გარემოცვაში არიან და განმარტოებისთვის კი დახურულ სივრცეებს ანიჭებენ უპირატესობას.

კვლევით დადგინდა, რომ ფასადებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენზე. დატვირთული ფასადები აიძულებს ტვინის აქტივობას, ხოლო სადა კი აქვეითებს მას.
მაგალითისთვის, პროფესორ ელარდის სტუდენტის განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როდეს გრძელ, მუქი ფასადის მქონე მარაზიასთან მოუწიათ ჩავლა.

ნეოარქიტექტურის საკითხით დაინტერესდა არქიტექტურის პროფესორი - როჯერ ურლიჰი. მისი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც კარგი ხედი აქვთ ფანჯრიდან თავს ფსიქოლოგიურად გაცილებით ეკეთესად გრძნობენ.

ფსიქოლოგიის კანადელი პროფესორი ოშინ ვარტანიანიგანაცხადებს, რომ ადამიანები მრუდებზე პოზიტიურად რეაგირებენ, მრუდი ფორმებთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ სივრცე და მოვაწყოთ იგი, უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენი სურვილები და საჭიროებები, რადგან უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პიროვნბება დიზაინის ამა თუ იმ ელემენტს თავისი საჭიროებებიდან გამოდინარე ითხოვს.

მაგალითად, ინტროვერტისათვის არაკომფორტული იქნება ღია დაგეგმარების მისაღებ ოთახში ცხოვრება, იმ დროს, როდესაც ექტროვერტისთვის ეს დიდ სიამოვნებად შეიძლება იქცეს.

სანამ დაგეგმავთ ჩვენს საცხოვრებელ სივრცეს, საჭიროა ყველა დეტალში გავერკვეთ, რადგან შემდგომ ეს სივრცე დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცნობიერებაზე.

ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 2.ნეირომეცნიერებთან ერთად კოლინ ელარდი ატარებს კვლევას ვირტუალურ რეალობებსა და ნამდვილ სივრცეებ...
07/10/2020

ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 2.
ნეირომეცნიერებთან ერთად კოლინ ელარდი ატარებს კვლევას ვირტუალურ რეალობებსა და ნამდვილ სივრცეებზე. ადამიანების ფიზიოლოგიური რეაქციის კვლევისას მკვლევარი აღნიშნავს, რომ "ვირტუალური რეალობის დადებითი მხარე არის ის, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი მოდელის აგება, მაგრამ უარყოფით მხარეზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ როგორი კარგიც არ უნდა იყოს რენდერი, ადამიანებმა იციან, რომ ეს ნამდვილი არ არის. მათი პასუხი უბრალოდ მკრთალი რეაქცია იმასთან შედარებით, რაც რეალურ სივრცეებზე აქვთ.
ორივე შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ტრადიციულ ფსიქოლოგიურ მეთოდებს : კითხვა-პასუხის რეჟიმსა და ადამიანის ფიზიოლოგიურ რეაქციებს (ტემპერატურა, წნევა, პულსი)
განსაზღვრული უჯრედები, რომლებიც აღმოაჩინეს თავის ტვინის ჰიპოკამპაში, მიმართულია გეომეტრიაზე და იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი ჩვენი სივრცე
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ შედიხართ ოთახში ეს უჯრედები დაკავებულები არიან ნავიგაციით და ინახავენ ინფორმაციას კოგნიტური "რუკების" სახით.
ექსპერიმენტისთვის გავიხსენოთ ადგილი, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობდით და წასვლა გინდოდათ. გული უფრო სწრაფად გიცემდათ, სუნთქვა კი გიჩქარდებოდათ. ეს იმიტომ, რომ თქვენს სხეულში გამოიყოფა სტრესის ჰორმონები : ადრენალინი და კორტიზოლი.
ფიზიოლოგიურ მდგომარეობას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომაც ხარჯავენ ადამიანები ძალიან ბევრ დროსა და რესურსს "ჯანმრთელი" სივრცის მოწყობაზე.
ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ დიზაინზე. არ არსებობს უნივერსალური სივრცე, ამიტომ დიზაინერებს შეაქვთ სხვადასხვა კორექტირებები სივრცის შექმნისას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თავდაპირველი რეაქცია სივრცეზე იცვლება დროთა განმავლობაში, რადგან ადამიანი ეჩვევა და აღქმაც სხვანაირი ხდება. იცვლება ფიზიოლოგიური აღქმის დონე, როდესაც ადამიანი ერთი სივრციდან მეორეშე გადადის. გაშლილი სივრცე ადამიანს აზარტის შეგრძნებისა და თავისუფლების შეგრძნებას აძლევს, დახურული პირიქით.
სახლის ზონა ძალიან მოქმედებს ადამიანზე და ეს წლების განმავლობაშიც შეიძლება გაგრძელდეს.
ბიოლოგიური თვალსაზრისით ყველა ეძებს ადგილს, რომელიც გაზრდის ჩვენს რესურსებს და მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეს.
ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ ამ ცოდნის გამოყენებას საჭირო სივრცეების შესაქმნელად.

ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 1რა გავლენას ახდენს არქიტექტურა და სივრცე ადამიანის ფსიქიკასა და აღქმაზე?ინტერიერის ინდივიდუალუ...
07/10/2020

ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 1

რა გავლენას ახდენს არქიტექტურა და სივრცე ადამიანის ფსიქიკასა და აღქმაზე?

ინტერიერის ინდივიდუალური აღქმა, ისევე როგორც ჩვენი ჯანმრთელობა, დამოკიდებულია ჩვენს ტვინზე. ამას ნეიროარქიტექტურა ეწოდება. ეს მეცნიერება არის ორი ცნების მიქსი - ნეირომეცნიერებისა და არქიტექტურის.
მაგალითად, გიგრძვნიათ თავი ოდესმე ძალიან არაკომფორტულად ან შებოჭილად რაიმე სივრცეში? წარმოიდგინეთ გრძელი, ვიწრო დერეფანი ან ოთახი დაბალი განათებითა და დაბალი ჭერით.
რა შეგრძნება გეუფლებათ ამ დროს?
ნეიროარქიტექტურის მიზანია შეისწავლოს სივრცეები და ნაგებობები და მათი ზეგავლენა ადამიანის რეაქციებსა და ფსიქიკაზე.
ეს არ არის ტრენდი ან სტილი. ზოგადად, ნებისმიერი მიმდინარეობა დიზაინსა და არქიტექტურაში რაიმე ფილოსოფიას, ან სტილს ეფოძნება. ნეიროარქიტექტურა დაკავშრებულია ადამიანებთან, რომლებიც დიზაინს ქმნიან.
თანამედროვე სამყარო ბევრ ინსტრუმენტს იძლევა, იმისათვის რომ სპეციალისტებმა შეისწავლონ ადამიანების რეაქცია კონკრეტულ სივრცეზე. ამიტომ ეს თემა თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რამდენიმე რჩევა აივნების მოყვარულებისათვის 💫🤩აივნები სახლებს უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა გეძლევა...
05/10/2020

რამდენიმე რჩევა აივნების მოყვარულებისათვის 💫🤩

აივნები სახლებს უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა გეძლევათ დატკბეთ თქვენს წინ გადაშლილი ხიდებით, თქვენ შეგიძლიათ განიტვირთოთ და ისიამოვნოთ სუფთა ჰაერით.

სახლის რომელ ნაწილსაც არ უნდა ამატებდეთ აივანს, გაითვალისწინეთ :

1) დაიცავით თავი ძლიერი ქარებისგან- აივანი, სადაც განუწყვეტლივ ქრის ქარი არაკომფორტულობისა და სინესტის შეგრძნებას ტოვებს. განსაკუთრებით ეს მაღალ სართულზე მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. მაგრამ არის ხერხი, რომელიც ამის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ^_^
ჩაღრმავებული აივნის მშენებლობა ძლიერი ქარის დაბლოკვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს არის აივნები, რომლებიც გარშემორტყმულია სამი კედლით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ მინა სრულ სიმაღლეზე. გამჭვირვალე მინა გთავაზობთ სრულყოფილ ხედს.

2) სანამ თქვენს ბინას აივანს დაამატებდეთ, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის ექსპერტს.

3) განსაზღვრეთ - რისთვის გჭირდებათ აივანი?
როგორ აპირებთ აივნის გამოყენებას? ეს იქნება დამღლელი დღის შემდეგ დასასვენებელი ადგილი თუ დღის დიდი ნაწილის გატარებას აივანზე აპირებთ?
იქნებ აივანი წვეულებების მოსაწყობად გჭრდებათ?
ამ კითხებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ იმაში, რომ დაგეგმოთ თქვენი დიზაინი სწორად.
აივნის დანიშნულება მოახდენს გავლენას არა მხოლოდ მის დიზაინზე, არამედ მის ზომაზეც.

4) აუცილებლად დაამატეთ სიმწვანე თქვენს დიზაინში. ეს სივრცეს უფრო ლამაზსა და ხალისიანს გახდის

5) დაამატეთ განათება და ავეჯი. თუკი თქვენ აივნის გამოყენებას ღამეც აპირებთ, აუცილებლად გაიყვანეთ გარე განათება. შეგიძლიათ სანათები მიამაგროთ კედელზე, ეს გარემოს უფრო მყუდროს გახდის. დაიხმარეთ ავეჯი თქვენი სივრცის შესაქმნელად, დიზაინერებისგან რჩევის სახით მიიღეთ : შეუსაბამეთ აივნის დიზაინი თქვენი ოთახის ინტერიერს. ეს სურათს უფრო ჰარმონიულსა და ელეგანტურს გახდის.

"ქალაქის მეოცნებეების" ოთხი არქიტექტორი: ფილის ლამბერტი, დენიზ სკოტ ბრქაუნი, კორნელია ხან ობერლანდერი და ბლანშ ლემკო ვან...
05/10/2020

"ქალაქის მეოცნებეების" ოთხი არქიტექტორი: ფილის ლამბერტი, დენიზ სკოტ ბრქაუნი, კორნელია ხან ობერლანდერი და ბლანშ ლემკო ვან გინკელი.
მათ ჰქონდათ სხვადასხვა სპეციალიზაცია, მაგრამ აერთიანებდათ ჰუმანური მისწრაფებები და იმ სფეროში მუშაობა, სადაც დომინანტები მამაკაცები იყვნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ოთხივე აღმოჩნდა თითქმის ერთადერთი ქალი თავის სკოლაში. კურსის დამთავრების შემდეგ ისინი დაივიწყეს, თუმცა მათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.
დოკუმენტალისტი ჯოზეფ გიგელი მათ ისტორიებს ერთგვარ შაბლონურ მანერაში ყვება. დოკუმენტურ ფილმში.
თითოეულმა ქალმა იპოვა თავისი გზა და შეიტანა თავისი წვლილი არქიტექტურის განვითარებაში.
ფილისს ლამბერტმა პირველმა დაიწყო მონრეალის ძველი უბნების გადარჩენა განადგურებისგან და დაიწყო ბრძოლა მათი გადარჩენისათვის.
დენიზ სკოტ ბრაუნმა დაიწყო პოპ კულტურის შესწავლა და მისი ასიმილაცია სტრუქტურებსა და ადგილობრივ ნაგებობებში
კორნელია ხან ობერლანდერმა თავი ლამდშაფტის არქიტექტურას მიუძღვნა და მისი მიზანი ქალაქების გამწვანება იყო.
ბლანშ ლემკომ თავი გამოიჩინა საგანმანათლებლო სფეროში. იგი იყო არა მხოლოდ მოწინავე ექსპერტი, არამედ არაჩვეულებრივი პედაგოგიც.
https://www.youtube.com/watch?v=qwWxKhVo8j0&feature=emb_logo

იდეა მათთვის ვისაც უნდა იყოს ორიგინალური 🤩საზღვაო სატვირთო კონტეინერები გახდება ის სივრცე, რომელიც თქვენ გსურთ.თანდათან ...
02/10/2020

იდეა მათთვის ვისაც უნდა იყოს ორიგინალური 🤩

საზღვაო სატვირთო კონტეინერები გახდება ის სივრცე, რომელიც თქვენ გსურთ.

თანდათან ამ იდეის პოპულარობა იმატებს.
კონტეინერები შეიძლება გარდაიქმნა სავაჭრო სივრცედ, კაფე-ბარად ან საცხოვრებელ სივრცედ.

გააჩნია რისთვის გადაწყვეტთ მის გამოყენება და რა მიმართულებით მისცემთ თქვენს ფანტაზიას განვითარებას

ყველაზე შთამბეჭდავი "ლოფტი"💫1. მინიმალიზმი - შესაძლებელია თუ არა ფინური მინიმალიზმის შერწყმა "ლოფტათან"? რა თქმა უნდა! ლ...
02/10/2020

ყველაზე შთამბეჭდავი "ლოფტი"💫

1. მინიმალიზმი - შესაძლებელია თუ არა ფინური მინიმალიზმის შერწყმა "ლოფტათან"? რა თქმა უნდა! ლაკონური ავეჯის გარნიტური და ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი ფერთა გამა , ნათელ დეკორაციულ ელემენტებთან (მაგ, ფარდები) ძალიან მშვიდ და ლამაზ გარემოს ქმნის. აქტიური დღის შემდგომ, ნამდვილად კარგი განტვირთვის საშუალებაა.

2. ეკო- სტილი "ლოფტის" სტილში გადაწყვეტილი ბინები შემოქმედებით ადამიანებთან ასოცირდება. ასეთი სტილის ბინებში საინტერესოა ღია ფერებში, რომლებიც ხის მასალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთ შემთხვევაში ინტერიერი უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი ხდება. ეკოლოგიურად სუფთა მასალები გენიალური გადაწყვეტილებაა "ლოფტის" სტილის ბინებისათვის.

3. მცირე სივრცის ბინები - მცირე ფართობის "ლოფტებს" უხდება გასაშლელი დივანები და კარადაზეც უარის თქმა მოგიწევთ :) არ დაგავიწყდეთ ინტერიერის ბრუტალური ელემენტებიც

4. აქვე აღვნიშნავთ, რომ "ლოფტი" ხელმისაწვდომია 33 მ2 ფართობის მქონე ბინებისთვისაც

5.სკანდინავიური კოლორიტი - დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიური სტილისა და "ლოფტის" მიქსი. მასში გაერთიანებულია მინიმალიზმი და ინტერიერის ბრუტალური ელემენტები. ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა ადამიანებისათვის.

6. კლასიკური ვარიანტი - "ლოფტისათვის" კლასიკური სტილის ელემენტების დამატება სამუშაო სივრცის შესაქმნელად ყოველთვის კარგი იდეაა

სკანდინავიური ვილა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას ☘️💫💫სანვილანი - რაც ოპტიკურ ილუზიას ნიშნავს. ნამდვილი ზღაპარია მ...
01/10/2020

სკანდინავიური ვილა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას ☘️💫💫

სანვილანი - რაც ოპტიკურ ილუზიას ნიშნავს. ნამდვილი ზღაპარია მობინადრეებისათვის :

🌞 ვილა დაპროექტებულია თომას სანდლერის მიერ. იგი დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრით მაღლა იმყოფება. მისი მთავარი სილამაზე შუშის იატაკია, რომელიც ცხოველების დათვალიერების საშუალებას ზემოდან იძლევა. აგრეთვე ვილას პანორამული ფანჯრები ამშვენებს. ინტერიერი კი წარმოადგენს სკანდინავიური მოდერნის კვინტესენციას თავისი შეღებილი კედლებითა და ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯით.
ორიგინალური ინტერიერითა და ჯადოსნური ხედებით განტვირთვისათვის სწორადაც რომ შესაფერისი ადგილია

დიზაინერების ხრიკები ⭐️💫1) "სულიერი დეტალები"დიზაინერები გირჩევენ- დიზაინის შექმნისას გამოიყენეთ ნივთები, რომლებსაც ისტო...
01/10/2020

დიზაინერების ხრიკები ⭐️💫

1) "სულიერი დეტალები"
დიზაინერები გირჩევენ- დიზაინის შექმნისას გამოიყენეთ ნივთები, რომლებსაც ისტორია აქვთ :) მაგალითად, კარადის სახელურის მაგივრად გამოიყენეთ საყვარელი კოვზები ^_^

2) არასავსე სარკეები - განათავსეთ სარკეები იატაკზე, მასიურ ხის ჩარჩოებში

3) სანათები - შნურებით დამაგრებული სანათები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, დაკიდული არა სტანდარტულ სიმაღლეზე, არამედ უფრო დაბლა.

4) გარდერობი ფარდებით - მცირეგაბარიტულ ოთახში, სადაც არ არის ადგილი დიდი კარადებისათვის მცირე, ფარდებით დაფარებული გარდერობი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ^_^

5) აქცენტირებული კედელი - მისი გამოყენებით შესაძლებელია სივრცის ვიზუალური გაზრდა და გარკვეულ ზონებზე ყურადღების გამახვილება. ძირითადად აქცენტს ლოგინის თავზე აკეთებენ.

6) ცოცხალი მცენარეები - ისინი ნამდვილად გახდიან თქვენს ინტერიერს უფრო ცოცხალსა და ფერადს. 🌿🌱☘️

7) უფარდო სივრცე - ძირითადად დაჩრდილული ოთახებისათვის

8) ბალიშების ნაკრები დივნებისათვის - შეჰმატებს თქვენს ოთახს სიმყუდროვესა და სითბოს ^_^

Address

ი. აბაშიძის 47
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when A&D Georgia / არქიტექტურა და დიზაინი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category