05/06/2024
გამარჯობა : მინდა მოგიყვეთ ერთ საყვარელ, აქტიურ და ხალისიან გოგოზე, რომელსაც თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება. ეს გოგონა არის მრავალშვილიანი დედა, მან გამოიარა ძალიან რთული გზა - იყო ძალადობის მსხვერპლი, რასაც დაერთო მისი მხედველობის დაკარგვა, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება: მის უმძიმეს პირობებს ისიც ემატება, რომ ერთ ოთახში ცხოვრობს 8 ადამიანი, სადაც არანაირი პირობები არ არის. მათ შორის არის არასრულწლოვანიც, მე ძალიან მიჭირს ყველა მისი პრობლემის აქ გადმოცემა. იგი გამოექცა ამ გაუსაძლის პირობებს, სადაც დაკარგა მხედველობა.
მინდა გთხოვოთ რომ დავეხმაროთ თუნდაც 1 ლარით. ეს ჩვენ არცერთს არ დაგვაზარალებს, მაგრამ მას მივანიჭებთ სახეზე ღიმილს და არ ვაიძულებთ კიდევ უკან დაბრუნდეს იმ ჯოჯოხეთში, საიდანაც გამოიქცა, სადაც ყველა მისი უბედურება დაიწყო. მოდით მას ვაგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის და რომ მას მთელი საქართველო უდგას გვერდით, მოდით, მივცეთ მას იმედი. იმედი მომავლის და ხვალინდელი დღის. მე თქვენი იმედი მაქვს რომ გამოიჩენთ გულისხმიერებას და ჩაურიცხავთ ვისაც რა შეგიძლიათ
ანგარიშის ნომერი
თბს ბანკი GE11TB7793145064300054
საქართველოს ბანკი GE98BG0000000594221531