14/07/2014
From tomorrow Global Georgia will host media tour for a group of South African journalists. We would like to thank Mr. Ambassador Beka Dvali and Head of GNTA Giorgi Sigua for their huge support.
On 14 July 2014 in Johannesburg, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the Republic of South Africa H.E. Mr. Beka Dvali delivered a presentation “Introduction to Georgia” for a group of South African journalists and other interested persons. Through interacting and displaying Georgia related photos and other material, Ambassador introduced Georgia, its history and modernity, foreign policy priorities, South Africa-Georgia relations, topics of Georgia’s European and Euro-Atlantic Integration as well as the issues of Russia-Georgia conflict. Ambassador also spoke about implemented reforms, economic priorities and the importance of Georgia as the regional hub, bridging Caspian region to the Black Sea region and Europe (including through energy transit routes). Ambassador Dvali further made emphasis on the cultural uniqueness of Georgian nation. Ambassador also passed on the attending journalists Georgia related brochures and information on the country’s tourism potential.
The above mentioned presentation was the result of cooperation with and hosting by South African-Georgian Company “Global Georgia”, which has arranged Georgian Press Tour for 9 South African journalists (present at Ambassador’s presentation) from 14 July to 24 July, by facilitation from the Embassy and, most importantly, through cooperation, hosting and valuable support by Georgian National Tourism Administration. This will be the first ever press tour from South Africa to Georgia, with the involvement of such a number of South African journalists focused on the country’s tourism potential. In the frames of the press tour, the South African journalists will visit Georgia’s capital Tbilisi as well as the country’s other regions and cities including Mtskheta, Kazbegi, Kvareli, Sighnaghi, Telavi, Ikalto, Vardzia, Borjomi National Park, Rabati and Batumi.
It is expected that upon the return from Georgia to South Africa, the participating South African media representatives may share their stories and impressions on Georgia and its tourism opportunities with South African readers, thus facilitating the increased awareness of Georgia in South Africa.
2014 წლის 14 ივლისს ქ.იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, სამხრეთ აფრიკელი ჟურნალისტების ჯგუფისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე „გაიცანით საქართველო“. ელჩმა, საქართველოსთან დაკავშირებული ფოტოების და სხვა მასალების გამოყენებით სამხრეთ აფრიკული მედიის წარმომადგენლებს ინტერაქტიულ რეჟიმში გააცნო საქართველო, მისი ისტორია და თანამედროვეობა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები; ასევე ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები, არსებული ეკონომიკური პრიორიტეტები, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის და კასპიის რეგიონის შავი ზღვის რეგიონთან და ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდის (მათ შორის, ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით) მნიშვნელობა. ელჩმა, ასევე, საგანგებო ყურადღება დაუთმო ქართველი ხალხის კულტურულ თვითმყოფადობაზე საუბარს. ელჩმა სამხრეთ აფრიკელ ჟურნალისტებს, ასევე გადასცა მასალები საქართველოს შესახებ და ინფორმაცია ტურისტულ სექტორში ქვეყნის მზარდი პოტენციალის თაობაზე.
ელჩის პრეზენტაციის ორგანიზება განხორციელდა სამხრეთ აფრიკულ-ქართული კომპანია „გლობალ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობით, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით, მასპინძლობითა და მხარდაჭერით, 14-24 ივლისს უზრუნველყოფს ზემოხსენებულ პრეზენტაციაზე დამსწრე 9 სამხრეთ აფრიკელი ჟურნალისტის პრეს-ტურს საქართველოს გაცნობის მიზნით (Georgian Press Tour). აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საქართველოში სამხრეთ აფრიკელ ჟურნალისტთა ჯგუფის ასეთი მასშტაბის პირველი ვიზიტი, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და წარმოჩენა. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ეწვევიან თბილისს, ასევე, ქვეყნის სხვა რეგიონებსა და ქალაქებს, მათ შორის, მცხეთას, ყაზბეგს, ყვარელს, სიღნაღს, თელავს, იყალთოს, ვარძიას, ბორჯომის ეროვნულ პარკს, რაბათს, ბათუმს.
მოსალოდნელია, რომ საქართველოდან სამხრეთ აფრიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეს-ტურში მონაწილე ჟურნალისტები სამხრეთ აფრიკელ მკითხველს მიაწოდებენ ინფორმაციას საქართველოს და მისი ტურისტული პოტენციალის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას.